ის, რომ ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატს მოიგებდნენ, დიდ ეჭვებს არავისში აღძრავდა. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელიც სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ფრიადოსანია, ზოგიერთ უფროსკლასელსაც სჯობნის, მაგრამ მას მაინც ტოვებენ კლასში, წინ წასვლის და გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამასობაში ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, თვალშისაცემად დიდია თანაკლასელებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია არ იმჩნევს,...
ჭდე: ვასკა ლობჟანიძე
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
თავაწეულები!
41:15 – ასეთი ანგარიშით დასრულდა მატჩი ბორდოში, რომელსაც ქართული რაგბის ყველა ქომაგი მოუთმენლად ელოდა. მასპინძლებმა, საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის რაგბის დემონსტრირების ხარჯზე მოახერხეს ქართველების ძლევა. რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა შედეგი ამ მატჩში მოსალოდნელი ვერ იქნებოდა – საფრანგეთს დღეს პლანეტის ერთ-ერთი უმძლავრესი ნაკრები ჰყავს და საკუთარ მოედანზე ტიერ 2-ის (მეორე სარაგბო დონის) გუნდის ძლევა...


