ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ჩვენებური ფინალში მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა. ჩვენიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ვაზარით დამარცხდა. 66 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე მარგველაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა – რუს იაკუბ შამილოვს ვაზარით სძლია, ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში, მძიმე ბრძოლაში ვაზარით აჯობა....
ჭდე: ვაჟა მარგველაშვილი
ძიუდოისტებმა ევროპა ვერცხლით დაიწყეს
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ კი, ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო, ბელარუსი დმიტრი მინკო და სერბ სტრაინია ბუნჩიჩი დაამარცხა და ფინალში ჭიდაობის უფლება მიიღო. ოქროს მედლისთვის მარგველაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაეჭიდა და მეორე წუთზე მეტოქის ილეთი გაეპარა. 60...
ოქრო და ვერცხლები
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. სამი ქალებში (48, 52, 57 კგ. წონით კატეგორიებში) და ორი – ვაჟებში (60, 66). საქართველოს დელეგაციის მონაგარი ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ყაზახი ტოკტარ უმათულიევი დაამარცხა, შემდეგ – ესპანელ ხუსტო ნუნეს როდრიგესსაც მოუგო, მეოთხედფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენკხტაივანს...
მასტერსი ბრინჯაოთი
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო ძიუდოს მასტერსი, სადაც საქართველოდან 15 სპორტსმენია – 13 ვაჟი და 2 ქალი. მასტერსის პირველ დღეს მხოლოდ ერთ მედალს გამოვრჩით. ბრინჯაოს მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ჩვენებურმა ჯერ რუსი მიხაილ პულიაევი დაამარცხა, შემდეგ ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელი ბარუჩ შმაილოვთან დამარცხდა და ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძნო. მარგველაშვილმა ყაზახ...
მასტერსმა საქართველოდან 16 დათვალა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან. ახალი სეზონი კი 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება. ეს იქნება მასტერსის ტურნირი, სადაც თითოეული წონითი კატეგორიის 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. ახალი რეიტინგის შედეგად კი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას საქართველოდან 14 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი მიიღებს. ვაჟებში – 60...
უმედლოდ დაწყებული ევროპა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი გავიდა და უმედლოდ დარჩა. მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი იყო, რომელმაც რუს მიხაელ პულიაევს დამატებით დროში სძლია, შემდეგ რუმინელ ლუკიან ბორს დუმიტრესკუს მოუგო, მეოთხედფინალში, ასევე დამატებით დროში, ფრანგი კილიან ლე ბლოში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში...
ერთი კაციც და გავდივართ
19-21 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცხადია, თუ კორონავირუსმა დაანება. საქმე ის არის, რომ ჩეხეთში 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. თუმცა, ჯერჯერობით, გრაფიკში ზის და პრაღაში 12 ქართველი ძიუდოისტი ჩავა. დელეგაცია თითქმის ცნობილია: ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში – სამივე. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ),...





