კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთს უარი შეუთვალა, თქვენი ტურიზმის სახე არ გავხდებიო. პორტუგალიელ ვარსკვლავს წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ის სარეკლამო კლიპებში უნდა გადაეღოთ — ხალხი საუდის არაბეთში უნდა მიეპატიჟებინა. გარდა ამისა, რონალდუს იმიჯს ყველა ზომისა და ფორმის პლაკატებზეც გამოიყენებდნენ. ისე დამკვიდრდა, რომ სადაც რონალდუს ახსენებენ, იქვე მესისაც ამბობენ ხოლმე: გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საუდელებმა არგენტინელსაც მიმართეს....
ჭდე: ესპანეთის სუპერთასი
ბასკები არ ნებდებიან!
ინიაკი ვილიამსის ბრწყინვალე გოლი და ლეო მესის გაძევება — აი, ორი გამორჩეული ჰაილაითი ესპანეთის სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო (3:2). ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბი ორჯერ გაიყვანა წინ. ამის გამო გულშემატკივარს შეიძლება ეფიქრა, რომ „ბარსა” ჯილდოს მეთოთხმეტედ მოიპოვებდა, მაგრამ ბასკებმა გაათანაბრეს, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც შეგდეს. გრიზმანის პირველი გოლი ოსკარ დე მარკოსმა გაქვითა, მეორე...
ელ კლასიკო არ იქნება
ესპანეთის სუპერთასის ფინალი არ იქნება „ელ კლასიკო”. მართალია, თავისი წილი ნახევარფინალი „ბარსელონამ” „რეალ სოსიედადს” პენალტებით მოუგო (ძირითადი დრო 1:1), მაგრამ მეორე დღეს, „რეალმა” ბასკეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, „ბილბაოსთან” (1:2) წააგო და „ბარსა” vs „რეალის” მოყვარულებს მოლოდინი გაუწბილა. ბილბაოელთაგან, ორივე გოლი მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილმა მოთამაშემ რაულ გარსიამ გაიტანა. „მატჩს იმთავითვე ძალიან სერიოზულად მივუდექი. მინდოდა, „ბილბაოს” მიეღწია...
მთავარია მარიფათი
ესპანეთის სუპერთასის გათამაშების ახალმა ფორმატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც წესი, ტიტულს ორი გუნდი შინ და გასვლით სისტემით ათამაშებდა. ცვლილება საუდეთიდან მიღებულმა მაცდურმა წინადადებამ განაპირობა – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია 4 წელიწადში გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, სუპერთასი კი 4 საუკეთესო გუნდს შორის ნახევარფინალებისა და ფინალის სისტემით გათამაშდება. არაბთა მიერ ნაოცნებარი სუპერფინალი „რეალი“-„ბარსა“ არ შედგა. ქომაგებმა...
ცუდი და კარგი ფედე
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „რეალმა” პენალტებით მოუგო „ატლეტიკოს” და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. პენალტების სერიაში ჯერ ტიბო კურტუამ მოიგერია ტომას პარტეის დარტყმული, შემდეგ კი გამარჯვების გოლი სეხიო რამოსმა შეაგდო. საკუთრივ თამაში 0:0 დასრულდა. ყველაზე ხმაურიანი მომენტი ალბათ 115-ე წუთზე იყო, როდესაც მეკარისკენ ჯიქურ მიმავალ ალვარო მორატას ფედე ვალვერდე თავქუდმოგლეჯილი წამოეწია და უკნიდან კვანტი გამოსდო. ვალვერდე ცხადია...
ბარსელონა გაVARდა
„ბარსელონას” „ატლეტიკოსთან” ცუდად არ უთამაშია, მაგრამ მაინც დამარცხდაო, ასე წერს თავად კატალონიური პრესა. მადრიდელებს კი ყოჩაღ! მართალია, მეორე ტაიმის მეოცე წამზე კოკეს დარტყმით ანგარიში გახსნენს, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვეს — ლეო მესიმ და ანტუან გრიზმანმა გაუტანეს; 62-ე წუთზე „ბარსასთან” ჩამორჩენა კი შემოსატრიალებლად ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად „ატლეტიკო” არ დანებდა: 81-ე წუთზე მორატამ პენალტი გაიტანა, ხოლო...
კროოსმა კუთხურიდან ჩაახვია (video)
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას მეფე აბდულას სახელობის ნახევრად ცარიელ სტადიონზე გაიმართა ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა „რეალსა” და „ვალენსიას” შორის. „რეალმა” მოიგო 3:1, ხოლო ტონი კროოსმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (იხილეთ ვიდეო). დღეს მეორე ნახევარფინალია: „ბარსელონა”— „ატლეტიკო”. გამარჯვებული კვირას, ფინალში, მადრიდელებს ეთამაშება. კროოსმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. 39-ზე ისკომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის მე-20...
ესპანეთის სუპერთასი ფართოდ გახელილი თვალებით
ესპანური კლუბები თავიანთ სუპერთასს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაითამაშებენ. დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე „რეალი” „ვალენსიას” შეხვდება, ხოლო ხვალ, იმავე დროს, „ბარსელონა” და „ატლეტიკო” დაეტოლებიან ერთმანეთს. ტროფის ბედი 12 იანვარს ფინალში გადაწყდება. ეს თითქოსდა პირწმინდად საფეხბურთო ინფორმაცია პოლიტიკით არის დამძიმებული. მოგეხსენებათ, 2 იანვრის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საუდის არაბეთი კი სახიფათო...







