ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას. იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა. შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს. ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო [...]
