ყატარში დამთავრებულ მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა გაიბრწყინა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას და მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად სწორედ ჩვენებური დაასახელა. თუმცა, ეს არ იყო სუბიექტური გადაწყვეტილება – ძიუდოს მამებმა იხელმძღვანელეს სპორტსმენთა მიერ დაფიქსირებული შედეგით, იპონების რაოდენობითა და ტატამზე გატარებული წუთებით. გრიგალაშვილს კი, დოჰაში 4 იპონი მოუგროვდა, ტატამზე 16 წუთი და 33 წამი...
