ფილ ბერდსლი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოძულე ორპირა ჰერბერტიაო, თქვა მარკუს რეშფორდის ბავშვობის მწვრთნელმა დეივ ჰოროკსმა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰერბერტი კაცის სახელი იყო, მაგრამ თურმე ჰოროკსის თაობის ინგლისელების ჟარგონზე ცუდ კაცსაც ნიშნავს. ამრიგად, ლინგვისტურმა ძიებამ შედეგი მოგვიტანა, გავიგეთ, რანაირად შეიძლება ფილი ჰერბერტი ყოფილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხოლო ის, თუ რატომ არის ფილი ჰერბერტი, „სარბიელის” მკითხველმა იცის: „ტარფ [...]
