პორტუგალიასთან ჩავარდნის შემდეგ ბორჯღალოსნებს 12 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებთან შეხვედრა ელით. ცხადია, ამ მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო და მოხდა გარკვეული საკადრო ცვლილებები. სამწუხარდ, „ლობუშთან“ ჯახის პირველივე ტაიმში ტრავმა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა მიიღო და მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა არანაკლებ გამოცდილი ნიკოლოზ ხატიაშვილის გამოძახება გადაწყვიტა. გარდა ამისა, ერთბაშად ხუთმა მორაგბემ COVID-19 დაამარცხა და ხუთივე გაფართოებულ სიაში...
ჭდე: გიორგი ცუცქირიძე
ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...
ცუცქირიძის ფრანგული ლელო
პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...
48 ქართველი
ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,...
ჯალაღონია აღარ ხუმრობს
საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა. მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი...
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
კორონავირუსი: სად და როგორ არიან ქართველი მორაგბეები
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ. ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს ტურნირის შეჩერება, შემდეგ – „რაგბი ევროპამ“ და ამათ ფაქტობრივად ყველა ტურნირი მიჰყვა. ერთადერთი, სუპერ რაგბის...
მჭედლიძემ ნავსი გატეხა
თაზო მჭედლიძემ ნავსი გატეხა და პირადი მშრალი სერია დასრულა. მისი „რუანი“ პრო დ2-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ბასკურ „პერპინიანს“ სტუმრობდა და მიმდინარეობდა პირველი ნახევრის ბოლო წუთი, როცა მასპინძელთა ლელოში რუანელთა მძლავრი მოლი შევარდა ხოლო ბურთის დამიწება ქართველმა შუამარბმა ითავა. მჭედლიძის ლელომ ჩამორჩენა რამდენადმე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ „რუანმა“ მაინც გამანადგურებელი მარცხი განიცადა 12:57 – და ცხრილის ბოლოსწინა...







