ჭდე: გიორგი კვესელაძე

Home გიორგი კვესელაძე
ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო…
ჩანაწერი

ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო…

გასული უქმეები ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. ეს ინდივიდუალური კუთხით, თორემ გუნდური თვალსაზრისით ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წარმატებული დღეები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავარ ლიგა ტოპ 14-ში ერთბაშად სამმა ქართველმა 80-ივე წუთი ითამაშა, თანაც სამივე მათგანი ახალი თაობის ბორჯღალოსანია და ეს ფაქტი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თორნიკე ჯალაღონიამ პირველად ითამაშა „ბიარიცში“ თავის ძირითად, 8 ნომრის პოზიციაზე...

ვიდრე ფანჯარა დაიხურება…
ჩანაწერი

ვიდრე ფანჯარა დაიხურება…

სარაგბო საფრანგეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს დაიხურება და ტოპ 14-ის კლუბები გამალებით ცდილობენ 2021-2022 წლების სეზონისთვის შემადგენლობები ბალასტისგან, ანუ უსარგებლო მოთამაშეებისგან გაათავისუფლონ და სასრუველი ხალხით გაძლიერდნენ. ქართველი მორაგბეები ორივე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. ჯერ იყო და 29 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ აწ უკვე პრო დ2-ში გავარდნილ „ბაიონთან“ ადრე გაცხადებულ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი...

ჩანაწერი

კვესელაძე – „გლოსტერში“!

საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა! „შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი. მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა,...

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა
ჩანაწერი

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა

შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე ლევან მაისაშვილი პირობას დებდა, ყოველ მომდევნო მატჩში უკეთ და უკეთ ვითამაშებთო და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა სიტყვა უკვე შეასრულა. რომ შევადაროთ საქართველოს ნაკრები ოქტომბრის ბოლოს შოტლანდიელებთან მატჩში და  ის გუნდი, რომელმაც 29 ნოემბერს დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, ცხადია, რომ ბორჯღალოსნებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს. 23:10 – ასეთია ირლანდიელთა და...

დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
ჩანაწერი

დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!

… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...