ჭდე: გაგა კირკიტაძე

Home გაგა კირკიტაძე
ბათუმი მეორეშიც პირველია
ჩანაწერი

ბათუმი მეორეშიც პირველია

დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...

ჩემპიონმა იჩემპიონა
ჩანაწერი

ჩემპიონმა იჩემპიონა

პირველად, ათი წლის შემდეგ ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს. ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ. ტორპედო „დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის...

ჩანაწერი

დინამო ტიტულამდე: 1 ტური, 2 ქულა

შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....