აზერბაიჯანულმა „გაბალამ“ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე იმუშავებს, მას კი ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება. ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში, „კასპიიში“ მუშაობდა. მათთვის არც აზერბაიჯანის ჩემპიონატია უცხო – ორივე სპეციალისტი წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდნენ. „გაბალამ“ ქართველ მწვრთნელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჭდე: გაბალა
ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს
ეძღვნება თბილისის დინამოს დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ… ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო. არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო და წითელი ბარათი რომ ამოუღო? აი, მაშინ იმხელა ვიყავი, რომ ათი კაცით დარჩენილმა ბიჭებმა...
დინამო, 88, უეფა და ფეიენოორდი…
უეფას სასჯელი, მარცხი როტერდამში, გაძევებული ფეხბურთელი, ავტოგოლი, პენალტი – ეს ყველაფერი ერთიანად მიაწყდა თბილისის დინამოს… ერთობ წარმატებული პერიოდის შემდეგ თბილისელები ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ფეიენოორდს ესტუმრნენ. მატჩამდე შეიტყვეს, რომ წინა ეტაპზე, გაბალასთან მატჩისას ქომაგებისგან გამოფენილი ბანერი გამო კლუბი უეფამ დასაჯა და ფეიენოორდს უმაყურებლოდ დაუხვდებოდნენ. ამ ამბავს, უშუალოდ მატჩისას შექმნილი პრობლემები დაერთო და ჯამში...
ბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი
გახსოვთ იოჰან ბოსკამპი? მყვირალა ჰოლანდიელი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და „დინამოს“ გარდა მცირე ხნით ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა. ბოსკამპის აქ მუშაობას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი გამონათქვამით კი დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც წლების მერეც ვერ ვივიწყებთ. ქართველებს მენტალიტეტში გიჭირთ და თქვენი მთავარი პრობლემაც ეს არისო. მისი კომენტარი „ფეიენოორდის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა....
ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს
ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა. „დინამოს“...
როგორ დამალა დინამომ გაბალა…
აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...





