ჭდე: ბიორნ იონსენი

Home ბიორნ იონსენი
ტორპედო პირველია
ჩანაწერი

ტორპედო პირველია

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 26-ე ტურის მთავარი ამბავი ის არის, რომ ლიდერი შეიცვალა. „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ამჯერად „სამგურალთან“ (1:0), „დილას“ გადაუსწრო და 54 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. ქუთაისელები წყალტუბოელებთან მატჩში თავიდანვე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მსაჯმა მე-16 წუთზე მათი კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის გააძევა. მაგრამ სტივ კინის შეგირდებმა მაინც იყოჩაღეს და ბიორნ იონსენის გატანილი პენალტით მაინც...

დილასთან ახლოს…
ჩანაწერი

დილასთან ახლოს…

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია. „იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი უდგათ, კრიზისი აშკარაა – მოქმედმა  ჩემპიონმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. მოიგო „ტორპედომაც.“ ფაცაციასა...

დილამ წრე მოიგო
ჩანაწერი

დილამ წრე მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო). ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის...

ყველაზე სწრაფი და მე-200
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფი და მე-200

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2). მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე  ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში...

ტაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა
ჩანაწერი

ტაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა

წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი). ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს. იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა...

წარუმატებელი ლიდერები
ჩანაწერი

წარუმატებელი ლიდერები

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ლიდერთა ოთხეულისთვის წარუმატებელი გამოდგა: „იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს (3:3), „დილამ“ „სამგურალს“ ვერ აჯობა (1:1), „ბათუმმა“ კი სულაც აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო (0:1). „იბერიამ“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერია შეწყვიტა. მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ ტორპედოელებმა ხასიათი გამოავლინეს და უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოლო ბურთი ბიორნ იონსენმა გაიტანა, ეს ნორვეგიელის მეშვიდე...

ყვითელი დინამო
ჩანაწერი

ყვითელი დინამო

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი თბილისის „დინამოში.“ მან 70-ე წუთზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვასლიოს გორდეზიანი შეცვალა. თორნიკე კვიპროსიდან საქართველოს ჩემპიონატში...

ბათუმი პირველზე მყარად დადგა
ჩანაწერი

ბათუმი პირველზე მყარად დადგა

„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...

დებიუტანტები, გოლები და წითელები
ჩანაწერი

დებიუტანტები, გოლები და წითელები

1-3 მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შესრულდა ერთი დუბლი. ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ იმარჯვა. სტივ კინის შეგირდებმა „სამტრედიას“ 4:1  მოუგეს და პირველ ადგილზე დადგნენ. დუბლი შეასრულა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ახალწვეულმა ბიორნ იონსენმა. ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გიორგი არაბიძემ გაიტანა. დაფიქსირდა სეზონის პირველი ავტოგოლიც,...