პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ლიცენზიანტთა სია გაიზარდა – პარიზში წამსვლელთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე (61კგ), ირაკლი ჩხეიძე (102კგ) და ლაშა ტალახაძე (+109კგ) იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებმა პარიზის საგზურებისთვის ხუთ სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად...
ჭდე: შოთა მიშველიძე
ვერცხლი და ბრინჯაო ბულგარეთში…
დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციის ყულაბაში უკვე ორი მედალია – ვერცხლი და ბრინჯაო. პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა (55კგ.) მოგვიტანა, რომელიც ზედიზედ მეორედ ვერცხლის მფლობელი გახდა. შამილიშვილმა ჯამში 241 კილოგრამი მოაგროვა და მხოლოდ მასპინძელ ანგელ რუსევს (244კგ.) ჩამორჩა. ბრინჯაო კიდევ ერთმა ბულგარელმა ჯან ჟარკოვმა (235კგ.) ირგუნა. ამავე წონით კატეგორიაში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა...
ოქრო-ვერცხლი ერევანში
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე ჩემპიონი შოთა მიშველიძე გახდა. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულადაც მოიგო. ატაცში მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა და 136 კილოგრამით პირველი მედალი მოიპოვა. შოთას არც ორჭიდის ოქრო უნდა გასჭირვებოდა, რადგან უახლოეს კონკურენტ იტალიელ სერჟიო მასიდას 6 კილოთი უსწრებდა. მესამე ცდაზე იტალიელმა გაიბრძოლა და 262 კილოგრამი დასძლია. ახლა უკვე...
მიშველიძემ მედლები დაახარისხა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე შოთა მიშველიძემ მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა. 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიის პირველ დისციპლინაში, ატაცში, მიშველიძემ 142 კილოგრამი დააფიქსირა და უახლოეს მდევარ ბულგარელ გენჩევს (139) სამი კილოგრამით აჯობა. მესამეზე – ესპანელი ერნანდესი (138) იყო, ხოლო მეოთხეზე – გოგა ჩხეიძე (137). ჩხეიძემ, რომელიც ტირანაში...
მოვერცხლილი შოთა
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. ატაცში მიშველიძემ მხოლოდ კილოგრამი წააგო კორეელ შინ როკთან. არადა, პირველი მისვლა 126 კილოგრამზე რომ დაეფიქსირებინა, შესაძლოა, ოქროზეც ეფიქრა. ჩვენებურმა იგივე წონა მეორე მისვლაზე დასძლია, ხოლო მესამე მისვლით 131 კილოგრამი დააფიქსირა. მიშველიძემ აკვრა 150 კილოგრამით...
დღე 2: რეკორდი და ვერცხლი
25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ქართველთაგან პირველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გავიდა. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომელიც ქალებისთვის სარეკორდო, მეცხრე ოლიმპიადაზე იმყოფება, ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 (93+92+99+95+95+93) ქულა დააგროვა, რაც საკმარისი არ გამოდგა საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოსახვედრად. დღეს ტოკიოში ძალოსნებიც გამოჩდნენ. თუმცა, უმედლოდ დარჩნენ. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში...
ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვიდან…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა...
ტალახაძემდე ოქრო
არის პირველი ოქრო! მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტახახაძის გამოსვლამდე ოქროს მედალი ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, ვინც რუსულ ფიცარნაგზე 96 წონითა კატეგორიაში გამოვიდა დამდევრები ახლოს არ გაიკარა. ჩვენიანმა ჯამში 393 კილოგრამი დაძლია (180+213) და პირველობა არც ორჭიდის ჯამში დაუთმო არავის. ქართველმა ძალოსანმა მეორე ადგილზე გასულ ბელორუს სპორტსმენს მთელი 19 კილოგრამით აჯობა. პლესნოიმ, ასე ვთქვათ, შეგვახურა, კვირას კი...
მიშველიძის ორი ვერცხლი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა და ორივე შოთა მიშველიძემ, ორივე ვერცხლი – ორჭიდის ჯამში და აკვრაში. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშველაძესთან ერთად რამინ შამილიშვილიც გამიდიოდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. პირველ მოძრაობაში, ატაცში, მიშველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რომელმაც 128 კილოგრამი კი გააცუდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და, ჯერ 130, ხოლოს ბოლოს 135...
ტალახაძის ახალი ოქროები
მორიგი ოქროს მედლები ლაშა ტალახაძის ისეც უმდიდრეს კოლექციაში, ამჯერად მსოფლიო თასზე გამარჯვების აღსანისნად… რომში ლაშა ტალახაძე, ცხადია, პირველობა არავის დაუთმო. დაუთმო. მან ჯერ 215 კგ. შტანგა აიტაცა, მერე 255 კგ. ასწია. სათქმელია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე მთელი 31 კგილოგრამით მეტი ასწია. ორჭიდის საერთო ჯამში ლაშა ტალახაძის ანგარიშზე 470 ქულა გახლავთ. აქვე...









