„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...
