მოჰამედ სალაჰი ცხვირაწეული და უკარება არ არის, უბრალოდ გადარიეს კაცი და ამიტომაც ამბობს, თუ ჩემს მიერ 23 აგვისტოს წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 2 სექტემბერს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და მთელი შემადგენლობის გადადგომას მოვითხოვ და თუ 5 დღეში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 7 სექტემბერს ხალხს ავაჯანყებო. მართლაცდა როგორია, როდესაც ნაკრებში სათამაშოდ ჩადიხარ, იქ კი ელემენტარული მოსვენებისა...
ჭდე: მოჰამედ სალაჰი
ტეილორ სვიფტის გატკეპნილ გაზონზე
მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა. შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და...
კვირაში 200 000! ვაჭრობა დასრულებულია!
იურგენ კლოპს შეუძლია სამომავლო გეგმები კვლავ მოჰამედ სალაჰზე ააგოს: „ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 26 წლის ეგვიპტელმა მათთან ხანგრძლივი ვადით გააგრძელა ხელშეკრულება. ამრიგად, სალაჰის გამო ვაჭრობა, რომელშიც ყველაზე მეტად „რეალი” აქტიურობდა, დასრულებულია. თავდამსხმელისთვის ახალი ხელშეკრულება ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ნიშნავს. მას კვირის შემოსავალი ფაქტობრივად გაუორმაგეს და 200 000 გირვანქას ანუ 226 000 ევროს გაუტოლეს. ამრიგად, მოჰამედ სალაჰი...
რატომ განრისხდა მო სალაჰი?
ამბობენ, მოჰამედ სალაჰი ისე გაბრაზდა, ეგვიპტის ნაკრებიდან კინაღამ გაიქცაო. გაქცევის ამბავი სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა, რომ გამოიყენეს — ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მას რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა უბოძა. მავანი იტყვის მერე რა მოხდაო, არადა „სანმა” შეიტყო, რომ „ლივერპულის” 26 წლის ვარსკვლავს ძალიან წყენია, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკურ სათამაშოდ ქცევისგან რომ არ დაიცვა. როგორც ამბობენ...
სალაჰი: შეიძლება განზრახაც დამამტვრია
არა და არ ბეზრდება საფეხბურთო მსოფლიოს მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ამბის მოსმენა. კვლავ ისმის კითხვა: ძალად დააშავა „რეალის” კაპიტანმა „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი თუ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. ამჯერად დუმილი სალაჰმა დაარღვია. ესპანური „მარკას” კითხვაზე მისი აზრით განზრახ ატკინა თუ არა მადრიდელმა მხარი, თავდამსხმელმა უპასუხა: „არ ვიცი, შესაძლოა განზრახაც. მოედანზე რომ დავეცი ერთბაშად მომერია ფიზიკური...
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
სალაჰი მკურნალობას შეუდგა
ამ ცნობაში მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელთაგან 3:1 დამარცხებული „ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც კიევში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, რადგან მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსთან „ჭიდაობისას” დაშავდა, ნატკენი მხრის სამკურნალოდ მადრიდში ჩავიდა. ესპანელმა რეპორტიორებმა სალაჰის ვიზიტის ამბავი შეიტყვეს და ფორვარდს აეროპორტში დახვდნენ. მათ სალაჰს უამრავი კითხვა დააყარეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ....
ეგვიპტელი რამოსისგან მილიარდს ითხოვს
ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვჰაბამ „რეალის” მცველს სერხიო რამოსს უჩვლა. სარჩული: ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელზე მოჰამედ სალაჰზე თავდასხმა. თანხა, რომელსაც ვექილი კომპენსაციისთვის ითხოვს ერთი მილიონი ევროა. ტელეკომპანია „სადა ელბალადთან” საუბრისას ვჰაბამ თქვა, რომ სერხიო რამოსმა სალაჰსა და ეგვიპტელ ხალხს ფიზიკური და მენტალური ზიანი მიაყენა და მან სწორედ ამიტომ შეიტანა სარჩელი. ვჰაბა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა მოჰამედ...
იმედი არის!
მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ უპირველეს ყოვლისა მთავარი ვთქვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ, უკვე კვირას, ღამით, ეგვიპტის ნაკრების ტვიტერზე დაწერეს: „ნაკრების ექიმის მოჰამედ აბუ ელ ელას თქმით „ლივერპულის” სამედიცინო გუნდმა მას შეატყობინა, რომ სალაჰს მხარზე რენტგენი გადაუღეს, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მხრის სახსრები აქვს დაზიანებული. დიაგნოზის თანახმად შეგვიძლია გამოვთქვათ იმედი, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”....
კლოპმა ნუ მოიმუნობო!
მო სალაჰს „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უსაყვედურა გაფორმებასა და ეგრეთწოდებულ დაივინგს თავი დაანებეო. გერმანელი უკმაყოფილოა, რომ „ჩელსისთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში მისმა მთავარმა ვარსკვლავმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერი კეჰილთან ოდნავი კონტაქტის გამო წაიქცა, რაც მსაჯმა არ აპატია. კლოპმა თქვა: „ასეთი რამის ნახვა მეტად აღარ მინდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სიმულაცია იყო. ან, შეიძლება...









