კვირას, 17 მარტს, ღამის 12 საათზე პარიზის „ჟან ბუენზე“ „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დაიწყება: საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ. ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი უპრინციპულესი რომაა, ეს ცალკე ისტორიაა. მოგეხსენებათ, შარშან, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ „ლობუშმა“ („მგლებმა“) ჩატოვა ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო ადგილზე. პორტუგალიასთან ფრე მარცხის ტოლფასი იყო – მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და პორტუგალიის...
ჭდე: მირიან მოდებაძე
შავი ლომი, რომელიც არასდროს ნებდება!
„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს. 27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე...
მაგარი კაცების მაგარი გამარჯვება
7:23 – ასე დასრულდა ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი „სკარლეტსსა“ და „შავ ლომს“ შორის. ქართველებმა უელსელი მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს და შეცდომების ფაქტობრივად სიურრეალისტური რაოდენობა რომ არა, ანგარიშში ეს სხვაობა გაცილებით, შეუდარებლად დიდი იქნებოდა. „შავმა ლომმა“ ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ოქროს ასოებით შეავსო! მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართული რაგბის მთავარი წარმატებები...
შავი ლომი ისტორიას წერს
შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება ის, რაზედაც ქართველ მორაგბეთა ყველა თაობა ოცნებობდა – ქართულ გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირში დებიუტი ექნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ EPCR-ის ეგიდით რანგით მეორე ევროთასის ჯგუფური ეტაპის სტარტზე საკმაოდ სახელოვან ინგლისურ კლუბ „გლოსტერს“ დაუპირისპირდება! რაგბის თემში საზეიმო განწყობაა – სულ რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც არ გვიწევდა, მაგრამ საქართველოს რაგბის...
ქუთაისური ცეკვა მგლებთან
ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს. ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო. ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ...
საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...





