ჭდე: ლუკა ჭელიძე

Home ლუკა ჭელიძე
ჭელიძის ლელო, ვასკას – 100
ჩანაწერი

ჭელიძის ლელო, ვასკას – 100

გასულ უქმეებზე ევროპული საკლუბო რაგბის ტოპ-ლიგებში 31-მა ქართველმა ითამაშა, თუმცა მათი ჯამური ინდივიდუალური მონაგარი ოდენ ლუკა ჭელიძის ლელოს მოიცავს. გარდა ამისა, ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ თავისი ფრანგული „ბრივის“ კვართი მეასედ მოირგო, რაც მისი ასაკის (ვასკა სვეტიცხოვლობა-დღეს 26 წლის გახდა) კვალობაზე მეტად სოლიდური მიღწევაა. თუმცა, ლობჟანიძის საიუბილეო შეხვედრაში მისი გუნდი შინ ლიდერ „ტულუზთან“ სასტიკად დამარცხდა...

ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები
ჩანაწერი

ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ის მე-6 ტურმა 2 ქართული ლელო მოგვიტანა. ორივე ბორჯღალოსნების ანგარიშზეა და ორივე მეტად ეფექტური გამოვიდა. საქართველოს ნაკრებისა და „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავისი პირველი ლელო „მონტობანთან“ გასვლაზე 46:32 მოგებულ მატჩში გაიტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე თორნიკემ ბურთი შერკინებიდან გამოიტანა და 8 ნომრის საუკეთესო ტრადიციებში რამდენიმე მეტოქის ბოჭვებს თავი ცრუმოძრაობებითა და...

ჟვანია სათავეში
ჩანაწერი

ჟვანია სათავეში

პრო დ2-ის მე-5 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. თავი ლელოთი ან სხვა შედეგიანი მოქმედებით არცერთს გამოუჩენია, თუმც ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შედეგად ახალი ლიდერიც გამოკვეთა. ზურა ჟვანიას „გრენობლმა“ მრავალქართველიან „ორიაკს“ უმასპინძლა და 17:9 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი თამაშში 43-ე წუთზე გასინბინებული თანაამპლუელის ნაცვლად 10 წუთით ჩაერთო, 62-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. გიორგი ქართველიშვილი სტუმართა...