სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში...
ჭდე: კარლენ ასიეშვილი
18 ქართული ლელო
ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში გასულ სეზონში 35-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შედარებისთვის, ტოპ 14-ში 28 ჩვენებურის მონაწილეობა დაფიქსირდა. რეგულარული სეზონი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ მოიგო, თუმცა, ტოპ 14-ში სულ სხვა კლუბი აღზევდა – კოტე მიქაუტაძის, ლაშა ჭელიძისა და ლადო ჩაჩანიძის „ბაიონი“, რომელმაც პლე-ოფი მოიგო და მთავარ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა....
ვაჟური ლელო
ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...
ნიორაძის მეექვსე ფრანგული
საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....
ქართული პირველი ხაზი
პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის...
ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...
ლუკას ხუთიანები
პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...
48 ქართველი
ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,...
80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში
მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები —...
ქართველთა ფრანგული ამბები
საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და შაბათს პლეი-ოფის პირველი წრის მატჩები გაიმართება: „ოიონა“ „კოლომიეს“ უმაპინძლებს, ხოლო „ბიარიცი“ – „გრენობლს“. ყველა გუნდში ქართველები მოწინავე როლებზე არიან, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ოთხივეს. ამასობაში, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა კლუბებმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობების გადახალისებას შესდგომიან. „რუანი“ გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა, არადა ამბიციები გიყვარდეს, ისეთი ჰქონდა. ეტყობა ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრების...









