ჭდე: კარლენ ასიეშვილი

Home კარლენ ასიეშვილი
ჩანაწერი

ქართველი საფრანგეთის ნაკრებში

ქართველი ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ მორაგბე ევროპულ კლუბებში – არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგრამ გაგიკვირდებათ და, ევროპაში ქართველი… თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოკეისტიც არსებობს! ფლორიან შაკიაშვილი საფრანგეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ალპების მაღალთიანეთში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბრიანსონში დაბადებულ-გაზრდილი ჭაბუკი ისევე, როგორც მისი თანატოლი თანაქალაქელი ბიჭების დიდი უმრავლესობა, ყინულის ჰოკეიმ გაიტაცა და თანდათან გამოჩნდა,...

ასიეშვილი რუანში წავიდა
ჩანაწერი

ასიეშვილი რუანში წავიდა

საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს. 33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.

ლობჟანიძემ ლელო ტოპ 14-შიც დადო
ჩანაწერი

ლობჟანიძემ ლელო ტოპ 14-შიც დადო

საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბორდომ“ თავის მთავარ კონკურენტ „ლიონს“ კომფორტულად, 37:19 სძლია, ბონუსიანად 5 ქულა გამოიმუშავა და ცხრილის კენწეროში მოექცა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 49-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 25 წუთში თამაშიდან ტრავმის გამო გამოვიდა. საპლეიოფო ექვსეულში იმყოფება „ტულონი“, რომელმაც „ბრივი“ 34:17 დაამარცხა. ტულონელთა შორის...

რატომ ვერ მივაწექით?
ჩანაწერი

რატომ ვერ მივაწექით?

შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥
ჩანაწერი

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა...