დროის კარგვა სისულელეა. ფლორენტინო პერესი და „რეალის” დირექტორატის წევრები ზინედინ ზიდანის გადადგომიდან ორიოდ საათში ტელეფონს მიუსხდნენ და ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგნენ. „მარკასთვის” დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მათ იმავე დღეს დაურეკეს მაურისიო პოჩეტინიოსა და იოაჰიმ ლიოვს. პოჩეტინიო პირველია ვისი სახელიც „რეალის” ოფისში გაახსენდათ. თუ არგენტინელი დათანხმდება, ჩათვალეთ, რომ მადრიდელებს გაუმართლათ და ყველაფერი იოლად აეწყოთ. გუშინ დაიწერა,...
ჭდე: იურგენ კლოპი
იმედი არის!
მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ უპირველეს ყოვლისა მთავარი ვთქვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ, უკვე კვირას, ღამით, ეგვიპტის ნაკრების ტვიტერზე დაწერეს: „ნაკრების ექიმის მოჰამედ აბუ ელ ელას თქმით „ლივერპულის” სამედიცინო გუნდმა მას შეატყობინა, რომ სალაჰს მხარზე რენტგენი გადაუღეს, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მხრის სახსრები აქვს დაზიანებული. დიაგნოზის თანახმად შეგვიძლია გამოვთქვათ იმედი, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”....
კლოპს კარგი ამბავი აქვს
იურგენ კლოპი ამბობს, რომ შაბათს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „რეალითან” მის „ლივერპულს” გამარჯვების კარგი შანსი აქვს. „მოწინააღმდეგეს მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაქვს: ჩვენც კარგი გუნდი გვყავს”, — თქვა კლოპმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ფინალისთვის მზადებას მიეძღვნა. მადრიდელები ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გასაკვირი არ არის, რომ ფავორიტებად ითვლებიან,...
კლოპმა ნუ მოიმუნობო!
მო სალაჰს „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უსაყვედურა გაფორმებასა და ეგრეთწოდებულ დაივინგს თავი დაანებეო. გერმანელი უკმაყოფილოა, რომ „ჩელსისთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში მისმა მთავარმა ვარსკვლავმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერი კეჰილთან ოდნავი კონტაქტის გამო წაიქცა, რაც მსაჯმა არ აპატია. კლოპმა თქვა: „ასეთი რამის ნახვა მეტად აღარ მინდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სიმულაცია იყო. ან, შეიძლება...
უცნაური გაყრა
რამდენიმე დღეა რაც იურგენ კლოპისა და ჟელკო ბუვაჩის 17 წლიანი განუყრელი თანამშრომლობა დასრულდა. 50 წლის კლოპი და 56-ის ბუვაჩი ყველგან წარმატებულები იყვნენ: 2004 წელს მათ „მაინცი” აღაზევეს ბუნდესლიგაში, „დორტმუნდთან” ერთად ორჯერ მოიპოვეს გერმანიის ჩემპიონის ტიტული, 2012 წელს გერმანიის თასს დაეუფლენ, 2013-ში დორტმუნდელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან” დამარცხდნენ 1:2. შემდეგ იყო „ლივერპული”. ...
გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან
ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე...
პიცა, სინიორ, ჰერ თუ მისტერ კლოპისთვის
„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო. „მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა...
ტიტველი ლივერპული
იურგენ კლოპს „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, დღეს ყველას შეგვიძლია სავარჯიშოდ შიშველები გავიდეთო. კლოპი შესანიშნავ განწყობაზე ყოფილა. ჯერ ერთი პირველ თამაშში 3:0 ჰქონდა მოგებული და მეორეც მოჰამედ სალაჰი ჰყავდა შესანიშნავ ფორმაში. შიშვლად ვარჯიში რა შუაშიაო, იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: კლოპმა ასე იხუმრა. ამით გერმანელ მწვრთნელს თავისი მოთამაშეებისთვის იმის თქმა უნდოდა...
კლოპის რეალური ვარიანტი
გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საფეხბურთო მოვლენა ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის” მიერ „მანჩესტერ სიტის” 3:0 დამარცხება გახლდათ. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი იყო. ინგლისურმა „სანმა” დაწერა, რომ კლოპის წარმატებებს დიდი ინტერესით აკვირდება მადრიდის „რეალი”, რომლის ხელმძღვანელობაც არ გამორიცხავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეცვლა დასჭირდება. წერენ, რომ დღეს...
პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა
იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული” გვარდიოლას „სიტის” მასპინძლობს. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ მოიგო 5. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. ასეთი შედეგით ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სტატისტიკა, რომელიც წინა...









