ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთსაც გაუტანა. კვარა აღარ ჩერდება! — წერს იტალიური პრესა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელმა ევრო 2024-ის ბოლო ორ შესარჩევ შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო. სტატისტიკა: კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი ჩააწოდა. 22 წლის ფეხბურთელისთვის ფანტასტიკური შედეგია. „კორიერე დელო სპორტს” კვარას მორიგმა გოლმა იდეები გაუღვივა. „კვარა,...
ჭდე: ესპანეთის ნაკრები
ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა
კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა, რაც ესპანური პრესის აზრით თამამი განცხადებაა. ეტყობა თავიანთი ეროვნული გუნდი ასეთად არ მიაჩნიათ. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „ლა როხამ” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში წააგო. ახლა გუნდს ლუის დე ფუენტესი წვრთნის, რომელმაც „ლა როხა” ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. შესარჩევი...
დიდი ნეხვი კორიდის ქალაქში
ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში, სევილიაში ესპანეთმა შოტლანდიას 2:0 მოუგო, მაგრამ მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, სქოთებს გოლი გაუუქმეს. ეს VAR-ის დახმარებით გადაწყდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე ბრიტანელებს ერთგოლიანი უპირატესობა რომ მოეპოვებინათ. გოლი, რომლის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. მსაჯის გადაწყვეტილება კი იმდენად საეჭვო იყო,...
ესპანეთი თუ ნორვეგიასაც მოუგებს და სხვა ვარიანტები
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა, ესპანეთმა შოტლანდიას შინ 2:0, ხოლო ნორვეგიამ კვიპროსს სტუმრად 4:0 მოუგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, „ლა როხა” გერმანიის საგზურამდე ერთ ნაბიჯშია. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებს კვირას ნორვეგიის დამარცხება სჭირდებათ. ოსლოში გამარჯვების შემთხვევაში ესპანელები ჩრდილოელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ. ამის შემდეგ სტალე...
ესპანეთი სუსტებს ბრდღვნის
ესპანეთის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებში საუცხოო შედეგს მიაღწია. გასულ პარასკევს თბილისში, ქართველების კარში გატანილ შვიდ გოლს, სამშაბათს, გრანადაში, კვიპროსის კარში გატანილი ექვსი დაამატა და შეკრება ოთხ დღეში ცამეტი გოლით დაასრულა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოში მოსინჯული სასტარტო შემადგენლობა სამი კაცით შეცვალა, აქედან ორი ცვლილება იძულებითი იყო — დანი ოლმო და მარკო ასენსიო დაშავდნენ; მათ მაგივრად მოედანზე...
ყველაფერი მამარდაშვილის ხელშია
ბოლო თვეები გიორგი მამარდაშვილისთვის იოლი არ იყო. ქართველი „ვალენსიას” წამყვან ფეხბურთელთა შორისაა და ამიტომ, გუნდის ცუდ პერიოდებს ის ერთიორად განიცდის. ბევრი ფეხბურთელი სანაკრებო ფანჯრების დროს ამოისუნთქვას და კლუბის პრობლემებიდან გადაერთვება ხოლმე, მაგრამ მისთვის ესეც არ არის გამოსავალი. ესპანეთთან შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაუშვა და მართალია ეს ხმაურიანი მარცხი მისი ბრალი ოდნავაც არ იყო, ამგვარი წაგება...
რაში გადაახდევინეთ ხალხს 50 ლარი?
ასეთ თამაშს სახელი არ აქვს საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა – ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო; ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა; ეს ყველაფერი ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მატჩში მოახერხა – 1:7. ასეთ თამაშებზე არ იწერება… ასეთ თამაშებს სახელი არ აქვს… ასეთ თამაშებზე ბილეთი 50 ლარი არ ღირს… ასე თამაში არ შეიძლება… იმას...
ესპანელთა არეული კვირა საქართველოსთან მატჩის წინ
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ მათი ქვეყნის ნაკრები დღეს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა დაუპირისპირდეს. „ლა როხა” ამ თამაშისთვის საგანგებოს ემზადება, მაგრამ… ცოტა უჩვეულოდ. დავიწყოთ იმით, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის მზადების პერიოდი იდეალური არ გამოდგა, რადგან მთელი გასული კვირის განმავლობაში ესპანეთში მთავარი საფეხბურთო თემა იყო არა ნაკრების მოახლოებული შეხვედრა, არამედ ფედერაციის...
კვარაცხელია, ესპანეთის თავის ტკივილი
ესპანეთს კვარაცხელიას ჩრდილი წამოადგა თავს. „ნაპოლის” ბრწყინვალე ცაცია გარემარბი და საქართველოს ნაკრების ლიდერი მის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საფრთხეს უქმნის. კვარაცხელიას სისწრაფე და აღმაფრენა დე ლა ფუენტესთვის თავის ტკივილია. მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მისი ძლიერი და გამოცდილი მარჯვენა მცველებიდან რომელი შეეცდება მის შეჩერებას, კარვახალი თუ ასპილიკუეტა. მაგრამ არის სიურპრიზის შანსიც: საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის ვარსკვლავს...
ესპანელებს მერიოტთან ასობით გულშემატკივარი თბილად დახვდა
ესპანეთის ნაკრები თბილისშია, იტყობინება AS. ფრენას ხუთი საათი დასჭირდა. გუნდი სასტუმრო „მერიოტში” დაბინავდა. დღეს საღამოს ესპენელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი თამაშის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ. პედრო როჩასთვის ეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა იქნება. მას პოსტი იმის გამო ჩააბარეს, რომ ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ქალს ტუჩებში აკოცა და...









