ჭდე: ესპანეთის ნაკრები

Home ესპანეთის ნაკრები
დე ლა ფუენტე: გარდატეხის წერტილი საქართველო იყო
ჩანაწერი

დე ლა ფუენტე: გარდატეხის წერტილი საქართველო იყო

„მარკამ” ესპანეთის ნაკრების მწვრთნელთან ლუის დე ლა ფუენტესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ვრცელი საუბარი ეხება სხვადასხვა თემას, წარსულსა და მომავალს, ჩვენ კი ის მონაკვეთი მოვნიშნეთ, რომელშიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონთა თავკაცი საქართველოს ეხება. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს: – ესპანელებს გვყავს 17 წლის ბიჭი. ის ახლახანს გახდა ჩვიდმეტის, უკვე ევროპის ჩემპიონია და ყოველი მხრიდან ქება ესმის. დღეს ლამინე იამალს...

რომელ წუთზე დამარცხდა ინგლისის ნაკრები?
ჩანაწერი

რომელ წუთზე დამარცხდა ინგლისის ნაკრები?

ინგლისელი ფანები ასახელებენ ზუსტ მომენტს, როდესაც ევრო 2024-ის ფინალში მოვლენები ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ შემოტრიალდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 2:1 დასრულდა ესპანელების სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე „რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. შეხვედრის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში ინიციატივა სამხრეთელებს ჰქონდათ. ბურთის ფლობაში უპირატესობა მათი იყო — 66%. პირველი გოლი „ლა როხამ” მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. ეს ბილბაოელმა...

ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია
ჩანაწერი

ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია

დამთავრდა ევრო 2024-ის ფინალი (ესპანეთმა ინგლისს მოუგო 2:1) და მედიაში გამოჩნდა ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები. გთავაზობთ, ინგლისელი ვეტერანების გამონათქვამებს, რომლებიც ესპანურმა „მარკამ” შეაგროვა. კრის სატონი: დღეს ინგლისს შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად მხნეობა არ ეყო. ფეხბურთისთვის ძალიან კარგია ევროპის ჩემპიონი ესპანეთი რომ გახდა, თან ასეთი შედეგით. ესპანელებმა მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს, ინგლისელებმა კი არა. ესპანეთის გუნდი იყო, ინგლისი — გუნდის ნაგლეჯები....

ბელინგემის ევროემოცია 2024
ჩანაწერი

ბელინგემის ევროემოცია 2024

ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის დასრულების შემდეგ დამარცხებული ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა წყლის გამაგრილებელ კონტეინერს წიხლი ჩასცხო. „რეალის” ვარსკვლავისთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუების დღე: ინგლისელებმა ევრო 2021-ის ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხებიდან სამ წელიწადში კვლავ ფინალი წააგეს. ამჯერად ესპანეთთან – 1:2. ბელინგემი წაგებას დაჩვეული არ არის. ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ასახელებდნენ ინგლისელებისა და მადრიდელების გმირად,...

კროოსმა პედრის ბოდიში მოუხადა
ჩანაწერი

კროოსმა პედრის ბოდიში მოუხადა

ტონი კროოსმა ბოდიში მოუხადა პედრის ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიყენებული ტრავმის გამო. ამ ტრავმამ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეჯიბრებას გამოთიშა. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და უთხრა, რომ განზრახ არ დაუზიანებია. „ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, რომ პედრი მალე გამოჯანმრთელდება, — დაწერა ვეტერანმა გამოსათხოვარ წერილში, რომლითაც კარიერაში ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივარს და ზოგადად...

დე ლა ფუენტეს 9 გოლზე სწყდება გული, სანიოლს ოფსაიდზე
ჩანაწერი

დე ლა ფუენტეს 9 გოლზე სწყდება გული, სანიოლს ოფსაიდზე

ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთმა საქართველოს 4:1 მოუგო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ჟურნალისტებს თავიანთი შთაბეჭდილება გაუზიარეს. მათგან ყველაზე ნაკლებად დიპლომატიური და გულწრფელი შემდეგი გახლდათ. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი): „შედეგის თავლსაზრისით გავწბილდით და არა იმიტომ, რომ მეტოქემ ხიფათი შეგვიქმნა – თუმც ვიცით, რომ საქართველოს ჩინებულად შეუძლია კონტრშეტევა – არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კარში თავად...

სპალეტი: დანარჩენი ყველაფერი მეორადია
ჩანაწერი

სპალეტი: დანარჩენი ყველაფერი მეორადია

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის (1:0) შემდგომ პრეს-კონფერენციაზე იტალიელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან. – როგორ აღიქვით მარცხი? – ჩვენ ძალები ვერ აღვიდგინეთ, დაღლილები ვიყავით და ესპანელეთან მთავარი განსხვავება სწორედ ეს იყო. ფიზიკური მდგომარეობა საბაზისო საკითხია. თუ ჯანზე არ ხარ, მეტოქეს ვერც სისწრაფეში გაუწევ წინააღმდეგობას და ვერც რეაქციებში. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ტექნიკური...

ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა
ჩანაწერი

ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა

„უკეთ თამაში შეგვეძლო? შეგვეძლო მეტის გაკეთება? სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონოდა? სხვა მენტალიტეტი? სხვა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა? სხვა ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ?  სამი მცველით უნდა გავსულიყავით მოედანზე თუ ოთხით? კიეზა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, მარცხნივ თუ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე? რასაკვირველია, ყველაფრის მოსინჯვა შეიძლებოდა, მაგრამ დღევანდელის მსგავსი თამაშების დროს ფეხბურთი მარტივდება: იტალიას ყველაფრის მოსინჯვა შეეძლო, სპალეტის შეეძლო ყველა ღონე...

ესპანეთმა ტყავი იცვალა
ჩანაწერი

ესპანეთმა ტყავი იცვალა

„მე სტილების არაფერი გამეგება. ყველა მათგანიდან ვირჩევ ერთს, რომელსაც გამარჯვება მოაქვს”, — უპასუხა როდრიგომ კითხვაზე, რომლის ავტორიც საყვედურით ამბობდა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, ხორვატიასთან მისთვის ჩვეული სტილით ვერ ითამაშა. „ლა როხამ” ხორვატებს ბერლინში 3:0 მოუგეს, მაგრამ პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში ბურთს მეტოქე უფრო დიდხანს ფლობდა: 54% – 46%. მანამდე, მეტოქემ ესპანელებს...

გავი ლოჩოს არ დაუმტვრევია
ჩანაწერი

გავი ლოჩოს არ დაუმტვრევია

ესპანეთის ნაკრებმა რობინ ლე ნორმანდისა და ფერან ტორესის გოლების, აგრეთვე ლუკა ლოჩოშვილის ავტოგოლის წყალობით საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შედეგად „ლა როხამ” ევრო 2024-ის A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა მასპინძლების სიხარულს თან სიმწარეც ახლდა: ბარსელონელი გავი დაშავდა. „თავად ამბობს, რომ ფეხში მირტყმის გამო (ლოჩოშვილთან ორთაბრძოლაში) არ დაშავებულა, მან ნაბიჯი...