ჭდე: დავიდ ალაბა

Home დავიდ ალაბა
უარი საუდეთს
ჩანაწერი

უარი საუდეთს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა და მადრიდის „რეალის“ მცველმა, დავიდ ალაბამ, საუდის არაბეთში გადასვლა არ ისურვეს. წყაროს ცნობით, სამმა ფეხბურთელმა არაბული კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო. თუმცა ყველამ უარი თქვა. კონკრეტული კლუბები არ არის ჩამოთვლილი. ლევანდოვსკის ბარსაში სურდა დარჩენა, ისევე როგორც დე ბრუინს სიტიში. ალაბას კი წინადადებაც არ განუხილავს.

ჩანაწერი

კვარა რონალდუზე წინ

ინგლისურმა The Guardian-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასახელა. ჩვენიანი შემტევი ისეთ ფეხბურთელებზე მაღლა აღმოჩნდა, როგორებიც არიან იოზუა კიმიხი (41), დავიდ ალაბა (42), მსოფლიოს ჩემპიონები – თეო ერნანდესი (46) და როდრიგო დე პაული (48), კრიშტიანუ რონალდუ (51) და სხვა ტიტულოვანნი არიან. აღსანიშნავია, რომ The Guardian-მა ადგილები 100-დან მე-11 ადგილებამდე გაანაწილა, [...]

რეალმაც წააგო
ჩანაწერი

რეალმაც წააგო

ესპანეთში გრანდები ძველებურად ვეღარ გრანდობენ: „რეალმა“ „ესპანიოლთან“ სტუმრად წააგო 1:2. ბარსელონელთაგან რაულ დე ტომასმა და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს. ვიზიტორთა საპასუხო გოლი ქარიმ ბენზემამ შეაგდო, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გათანაბრება ვეღარ შეძლეს. ოფსაიდიდან გატანილი ორი თუნდაც ლამაზი გოლი ცხადია არ ჩაითვალა. ეს გახლდათ ბოლო დღეებში „რეალის“ მეორე მარცხი. პირველი, „თეთრებმა“, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფთან“ წააგეს. „ესპანიოლი“ [...]

რეალის გაურკვეველი მანევრები
ჩანაწერი

რეალის გაურკვეველი მანევრები

რაც დრო გადის, სულ უფრო საეჭვო და არადამაჯერებელი მოჩანს მადრიდის „რეალში“ დავიდ ალაბას ვითომდა უფასოდ გადასვლის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, 5 წლის განმავლობაში (ამდენხნიანია კონტრაქტი) ალაბა 126,5 მილიონ ევროს მიიღებს. დაუმატეთ ამას კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გადახდილი პრემია 17,7 მილიონის ოდენობით. გამოდის, რომ მხოლოდ წლეულს მადრიდელებს ახალწვეული 37,17 მილიონი დაუჯდებათ. ანუ დახლოებით იმდენი, რამდენიც სერხიო რამოსზე იყო საჭირო. [...]

ორმაგი ხელფასი და გავდივართ!
ჩანაწერი

ორმაგი ხელფასი და გავდივართ!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ „რეალიდან“ ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გადაიბიროს. მადრიდელები თავდაპარველად მასში 60 მილიონ ევროს კი ითხოვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიდ ალაბა დაიბევეს, ეგებ ფასს ცოტა დააკლონ კიდეც. თავად ფეხბურთელს ახალ ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. მის ამ სურვილს აშკარად გააორმაგებს მანჩესტერელთა გულუხვი წინადადება: „რეალში“ რომ წლიურ 6 მილიონ [...]

რჩები თუ გაგყიდოთ?
ჩანაწერი

რჩები თუ გაგყიდოთ?

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ 27 წლის ფრანგი აღარ აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ვარანი არჩევანის წინაშე დააყენეს. მან უახლოეს მომავალში უნდა დააფიქსიროს, რომ „სამეფო კლუბში“ რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი სასწრაფოდ დაიწყებს მის ტრანსფერზე ზრუნვას – ვარანის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა და [...]

მე ის სპორტი აღარა ვარ…
ჩანაწერი

მე ის სპორტი აღარა ვარ…

ჯერ ისევ გვიჭირს შეგუება, მაგრამ კორონამ ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრების რიტმი, კარგა ხანი მოგვიწევს რეაბილიტაცია. რა არის და რისთვის არსებობს სპორტი? სანახაობაა, რომელიც მაყურებლისთვის იდგმება. ბევრი მილიონიც ამ სანახაობას მოაქვს. ახლა კი რა? ტრიბუნები რომ ცარიელია და შემოსავლის ეს ნაწილი გაქრა, ფაქტია. ტელეაუდიტორია? შემცირდა, რადგან გასუსული ტრიბუნის ფონზე ბურთაობა ვეღარ არის ისეთი მიმზიდველი. შესაბამისად, სტადიონზე [...]

მადრიდამდე ახლოა
ჩანაწერი

მადრიდამდე ახლოა

დავიდ ალაბას „ბაიერნთან” კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკებისთვის ხელ-ფეხი ხსნილი აქვს. „მარკას” ინფორმაციით, 28 წლის ავსტრიელს ყველაზე კარგი ურთიერთობა „რეალის” წარმომადგენლებთან აქვს და მათ შორის შეთანხმებას ბევრიც არაფერი უკლია. რატომ მიდის ალაბა „რეკორდმაისტერიდან”? ხელფასზე ვერ მოილარაკეს. როგორც ამბობენ, ფეხბურთელი კვირაში 200 000 ევროს ითხოვდა. კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნის” დირექტორთა [...]

უეფამ გამოკითხვა დაიწყო
ჩანაწერი

უეფამ გამოკითხვა დაიწყო

უეფამ იმ ფეხბურთელების მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მიხედვით შედგა. პრიზები საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემათ 1 ოქტომბერს, როცა მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით [...]

პინი პირანიაა, ალაბა კი ბრაზობს
ჩანაწერი

პინი პირანიაა, ალაბა კი ბრაზობს

„ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დღემდე გავლენიანმა ული ჰიონესმა 28 წლის დავიდ ალაბაზე თქვა, „ბაიერნთან” კონტრაქტს იმიტომ ვერ ახანგრძლივებს, რომ 77 წლის სუპერაგენტის პინი ზაჰავის სახით მრჩეველად ნამდვილი პირანია ჰყავსო. ჰიონესი ამტკიცებს, რომ ზაჰავი ალაბასგან თავის საკომისიოდ ორნიშნა რიცხვით გამოხატულ მილიონ ევროს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბას მხარე ტრანსფერით იმუქრება. ამ უნივერსალური მოთამაშის ყიდვა მართლა უნდათ „მანჩესტერ სიტის”, [...]