ჭდე: გიორგი მამარდაშვილი

Home გიორგი მამარდაშვილი
დაცვას მიხედე, ბორდალასო, დაცვას!
ჩანაწერი

დაცვას მიხედე, ბორდალასო, დაცვას!

ვალენსიას“ კარს „ბეტისთანაც“ ჯასპერ სილესენი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, ვინ იდგება „ღამურების“ კარში, ქართველი გულშემატკივრისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კი „ვალენსიას“ კრიზისის პერიოდი უდგას — აგერ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია (ბოლოს 12 სექტემბერს, პამპლონაში გაიმარჯვა „ოსასუნასთან“ 4:1. იმ მატჩში გუნდის კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა), არადა წინ „ვილიარეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „რეალ სოსიედადთან“ ელით...

სილესენი: მსაჯმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია
ჩანაწერი

სილესენი: მსაჯმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია

„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს ჯასპერ სილესენს ათამაშებს. სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს. „ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა,...

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება
ჩანაწერი

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება

სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს. „ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12...

ჯასპერ სილესენი: ძნელი იყო, მაგრამ…
ჩანაწერი

ჯასპერ სილესენი: ძნელი იყო, მაგრამ…

ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მიმდინარე სეზონში პირველად ჩადგა სხვა მეკარე — 32 წლის ჯასპერ სილესენი, რომელიც ტრავმამდე გუნდის მთავარი გოლკიპერი იყო. „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჰოლანდიელის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა.   *** ბედნიერი ვარ ძირითად შემადგენლობაში რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. *** საკუთრივ თამაში პირველ ტაიმში ორივე...

ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა
ჩანაწერი

ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა

„ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრის (1:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჟურნალისტებმა მეკარის შეცვლაზე, კერძოდ 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში 32 წლის ჰოლანდიელის ჯასპერ სილესენის დაყენებაზე ჰკითხეს. ბორდალასმა ასე უპასუხა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეკარის შესაცვლელად სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი. გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა. მან მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა და პასუხისმგებლობა კი...

სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება
ჩანაწერი

სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება

გთავაზობთ ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეებს, 32 წლის ჰოლანდიელ ჯასპერ სილესენსა და 20 წლის (21 წლის ოთხშაბათს, 29 სექტემბერს ხდება) გიორგი მამარდაშვილს ეხება.   „სილესენი მე-7 ტურში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა მეკარემ, ძირითადში ადგილი ტრავმის, სეზონისწინა პერიოდის გამოტოვების და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს მისცა შანსი, რომელსაც ის...

მალე დასავიწყებელი მარცხი
ჩანაწერი

მალე დასავიწყებელი მარცხი

გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით: ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“...

მამარდაშვილის ვალენსია დრამატულ მატჩში დამარცხდა
ჩანაწერი

მამარდაშვილის ვალენსია დრამატულ მატჩში დამარცხდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ, დრამატულ შეხვედრაში წააგო „რეალთან“ 1:2. „ღამურები“ 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს, ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს. ეს 86-ე და 88-ე წუთებზე მოხდა. როგორც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, მას ჰყავს გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს თუ ცუდად, ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება. „დღეს მე სწორედ ის დავინახე“, — თქვა იტალიელმა....

მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
ჩანაწერი

მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია

ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი მამარდაშვილის გუნდი უკვე სერიოზული გამოცდის წინაშე წარსდგება — ის „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს. „რეალი“არც „ხეტაფეა“ (1:0), არც...

მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!
ჩანაწერი

მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!

„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ  მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა....