თომას ტუხელის უარმა „ბაიერნის” მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესი შეეცვალა, გერმანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. „შპორტ ბილდმა” ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 51 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „ბაიერნის” ქომაგების 25 პროცენტს მწვრთნელად იურგენ კლოპი სურს, მაგრამ კლოპის „ლივერპულიდან” წამოსვლა საეჭვოა. ის ინგლისურ კლუბში წარმატებით მუშაობს და 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი. 19 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა ნიკო კოვაჩი....
ჭდე: ბაიერნი
ტუხელი, ლონდონი, მიუნხენი
დიდხანს იმედოვნებდა „ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომ 72 წლის მწვრთნელს იუპ ჰაინკესს კიდევ ერთი წლით დატოვებდა „ბაიერნის” სათავეში. ამაოდ. და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს სათადარიგო ვარიანტად შეგულებულ 44 წლის თომას ტუხელს მიუტრიალდა, „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი უკვე სხვასთან მორიგებული დაუხვდა. ვინ არის ეს სხვა? როგორც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი...
ტუხელმა არაო
თომას ტუხელთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობამ ბუნდესლიგა გააოცა: 44 წლის მწვრთნელი მომავალ სეზონში „ბაიერნის” გაძღოლაზე უარს ამბობს. მოგეხსენებათ, 72 წლის იუპ ჰაინკესი სეზონის დამთავრების შემდეგ „რეკორდმაისტერიდან” მიდის. ბავარიელები ახალი თავკაცის ძებნაში არიან. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ თომას ტუხელი გახლდათ, მაგრამ ვითარება უცებ და რადიკალურად შეიცვალა: როდესაც „ბაიერნის” ოფისიდან „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელს შეეხმიანენ, პასუხად მიიღეს, რომ...
ზე მწვრთნელზე
მარტის დასაწყისში, „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა: „ბავარიელთა თავკაცობას იმიტომ დავთანხმდი, რომ კლუბი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, შესაფერის მწვრთნელს ვერ პოულობდა. მაშინ ვთქვი, რომ „ალიანს არენაზე” სეზონის ბოლომდე დავრჩებოდი, ამასობაში კი გამოჩნდებოდა, როგორ წავიდოდა საქმეები. ასეთი შეთანხმება პატიოსან ურთიერთობას განაპირობებს”. ამჯერად, ჰაინკესის „ბაიერნიდან” წასვლის საკითხზე გერმანული ტაბლოიდის TZ-ს ფურცლებიდან „რეკორდმაისტერის” ყოფილმა...
პერესმა უთხრა რუმენიგეს
გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური...
პოჩეტინიოს „ბაიერნი” დაუკავშირდა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა თქვა, რომ „ბაიერნი” მწვრთნელის ძიებაში „ტოტენჰემის” არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას მიადგა. „ვიცი, რომ „ბაიერნი” პოჩეტინიოს უკვე დაუკავშირდა. ვიცი, რომ მის ვარიანტს მიუნხეში აქტიურად განიხილავდნენ და შესაძლოა დღესაც განიხილავენ” — თქვა ჰამანმა, რომელიც „სკაისპორტის” გერმანულ საიტზე მესვეტეა. მაურისიო პოჩეტინიო 46 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება. მისი...
უნდა, მაგრამ არ უნდა
„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის. დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც...
სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს. „რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი...
იგებს და…
ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო. „დოიჩე ველე” წერს,...
ზოგი ასე უბერავს
“სანი” წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ… მათი ურთიერთობა “ტვიტერით” შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება. “ბაიერნის” 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, “არსენალის” მეკარის დავიდ ოსპინას და, დანიელა. მათმა ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. წყვილს გოგონა ჰყავს. საერთოდ, ხამესს “ტვიტერზე” ბევრი მომხმარებლის გამოწერა არ...









