იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით. თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა...
ჭდე: ბაიერნი
ლევანდოვსკის გაქცევის გეგმა
„სანმა” ექსკლუზიურად დაადგინა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ფარულად შეხვდა თავის აგენტს, ცნობილ პინი ზაჰავის და მასთან „ბაიერნიდან” წასვლის ვარიანტებზე ილაპარაკა. 29 წლის პოლონელმა მიუნხენის გუნდს უკვე შეატყობინა, რომ მიდის, მისი შეძენის მსურველი კი ორია — „ჩელსი” და „რეალი”. „ბაიერნს” ლევანდოვსკის გაშვება არ უნდა, მაგრამ სავარაუდოდ მოუწევს. წესით თავდამსხმელს ბავარიაში კიდევ სამი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ „სანის”...
ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან” მწარე დამარცხების შემდეგ „ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა და კიოლნში 3:1 გაიმარჯვა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა ერთი ინციდენტი რომ არა: 77-ე წუთზე იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა — მის ნაცვლად მოედანზე სანდრო ვაგნერი შეიყვანა — განაწყენებულმა ლევანდოვსკიმ კი მოედნიდან გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. უფრო სწორედ, მხოლოდ ჰაინკესის ასისტენტ პეტერ ჰერმანს მიუტყაპუნა...
მარსელო: პენალტი უნდა დანიშნულიყო
მადრიდში, „რეალისა” და „ბაიერნის” ნახევაფინალური შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოწამს თურქმა მსაჯმა ჯუნეით ჩაქირმა მასპინძლბის კარში პენალტი არ დანიშნა. ეპიზოდი ასეთი გახლდათ: კიმიხის მიერ ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მარსელოს ხელზე მოხვდა. ის, რომ ამ ეპიზოდზე გერმანული კლუბის მოთამაშეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები გაბრაზდებოდნენ რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვნახოთ რას ამბობენ ესპანეთში. გერმანული „შპორტ ბილდი” წერს,...
ეს ჟესტი უზრდელურია?
ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა...
კრიშტიანუზე მთავარი რამოსია
„რეალისა” და „ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის სასეიროა. ხვალ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ. მადრიდელთა და ბავარიელთა მოახლოებული შეხვედრის შესახებ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი ლაპარაკობს. „მადრიდს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავს, შესაძლოა მსოფლიოში უძლიერესიც კი. ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება სწორედ ამის დასტურია, მაგრამ კლასით არც „ბაიერნი” გახლავთ შორის”, — უთხრა ესპანურ გამოცემა...
ბაიერნში ორიათასიანელები მოდიან
„ბაიერნი” სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ და აი, ახალი ამბავიც: „შპორტ ბილდის” ცნობით, ბავარიელებს 47 წლის მეჰმეთ შოლიც უბრუნდება. კლუბის პრეზიდენტი...
შეხვედრა ფრანკფურტში
მოგეხსენებათ, „ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის” თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ ის გააბრაზა. ჰიონესის განცხადებით მათ კოვაჩთან მოლაპარაკების დროს კანონი არ დაურღვევიათ და ფრანკფურტელებიც ოთხი კვირით ადრე...
ვიდალი ისევ დაშავდა
დღეს შუადღისას, მიუნხენში, ზაუბერ შტრასეზე მდებარე „ბაიერნის” საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშისას დაშავდა არტურო ვიდალი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად სერიოზულია ჩილელის ტრავმა. მოედანზე ის ფიზიოთერაპევტმა ჯანი ბიანკიმ და ფიზმომზადების მწვრთნელმა ჰოლგერ ბროიხმა გასინჯეს. დანარჩენი საფუძვლიანი კვლევების შედეგად გაიკვლევა. „ბაიერნის” ჩილელ მეომრად შერაცხულ ვიდალს ბოლოხანს მუხლის ტრავმა აწუხებდა. 3 აპრილს, სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, რომლიც...
სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს
„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი. „ძალიან გავბრაზდი,...









