სუპერვარსკვლავების ხელფასები თანდათან გასცდა არამხოლოდ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის, არამედ ლოგიკის ჩარჩოებსაც. ამის შემხედვარე, მეტ-ნაკლებად მდიდარი კლუბების ყველა მოთამაშეს გაუჩნდა ამბიცია და სახელფასო ულტიმატუმების წამოყენება დაიწყეს. ამჯერად საქმე „ჩელსის“ მცველ ანტონიო რუდიგერს ეხება. კი ბატონო, გუნდის დაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ წლიურ 7,2 მილიონ ევროსაც არ უხდიან ყოველ მეორეს ხელფასად. გერმანელმა, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულში...
ჭდე: ანტონიო რუდიგერი
რეალის უფასო გეგმები
„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...
ქარიმ ლოგიკის წინააღმდეგ ქროდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალის” მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ — მან დიდოსტატურად გაათანაბრა ანგარიში. მადრიდელებმა „ჩელსის” წინააღმდეგ, შინ 1:1 ითამაშეს. დასაწყისში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ. მათი თამაში უფრო მაღალი ინტენსიობით გამოირჩეოდა, ისინი სახიფათოდ მიიწევდნენ მასპინძელთა კარისკენ. „რეალს” კრისტიან პულიშიჩსა და ტიმო ვერნერთან გამკლავება უჭირდა. ერთ ეპიზოდში ვერნერს ახლოდან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ...
ჩელსიმ ატლეტიკოს აჯობა
ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0. მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი...
ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა
„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას...
მართალი ანტონიო
ნუთუ 27 წლის გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი „ჩელსის” თავკაცის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვებაში მართლა დამნაშავეა? ბოლო დღეებში, ინგლისურ მედიასა და სოციალურ სივრცეში ამაზე დაიწყეს წერა. რუდიგერი ინგლისელი მწვრთნელის პერიოდში დასავლეთლონდონელთა გუნდში ცენტრალური ფიგურა აღარ იყო. ლემპარდის შემცვლელის, გერმანელი თომას ტუხელის მოსვლამ კი მისი პოზიციები გაამყარა — ახალი თავკაცის ხელში გუნდმა ჯერჯერობით ორი შეხვედრა ჩაატარა და...
ტუხელი მუშაობას რიხიანად შეუდგა
თომას ტუხელმა „ჩელსიში” პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის დასავლეთლონდონელთა მწვრთნელად ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდის ნაცვლად დანიშნეს. დღეს კი „ჩელსი” უკვე „ვულვერჰემპტონს” ეთამაშება და კაცმა, რომელიც შობა საღამოს ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, 27 იანვარს, სულ სხვა გუნდს, სულ სხვა ჩემპიონატში სამი ქულა უნდა მოაპოვებინოს. თან, ჩასვლიდან მეორე დღეს. გერმანელს „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზე...
ფეხბურთელებს ფეხბურთის ეშინიათ
სერხიო აგუერო ამბობს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავებს მოედანზე დაბრუნების ეშინიათ. არადა, დღეს 1 მაისია ანუ გაიმართება ლიგის ბოსების შეკრება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ შეწყვეტილ ჩემპიონატს კორონავირუსის პირობებში. აგუეროსი ეთანხმება „ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერიც. მისი აზრით, დღეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შეჯიბრების განახლება აბსურდია. გერმანელი ძლიერთ ამა ქვეყნისა მოუწოდებს, ჩემპიონის ტიტული პირდაპირ გადასცენ „ლივერპულს”. კოლეგებს უერთდება...
მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი
ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე...
ჩილიმი და გერმანიის ნაკრები
დღეს, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლის ანალიზს წარმოადგენს. 58 წლის სპეციალისტისთვის მთავარი ამოცანა ბუნდესმანშაფტის მიმართ ნდობისა ხელახალი გაღვივება და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის გადახედვაა. ლიოვის თეორია ბურთის ფლობის პრინციპს ემყარება. „შპორტ ბილდი” ელის, რომ მწვრთნელის მოხსენებაში იქნება ასეთი თემაც: ფეხბურთელების ყოფაქცევა სამხრეთ ტიროლისა და ვატუტინკის საწვრთნელ ბაზებზე. გამოცემა წერს, რომ ნაკრების...









