მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო
ჩანაწერი

მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო

ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი...

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ
ჩანაწერი

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე  „რეალში“  ითამაშებდა თუ  „ბარსელონაში“, ბალოტელის  პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ  წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს  „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე:...

ვის დასცინის გარი ჰარით ?
ჩანაწერი

ვის დასცინის გარი ჰარით ?

გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ –  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ...

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ჩანაწერი

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!

ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და...

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !
ჩანაწერი

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

ბრაზილიელი ნეიმარის და  ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ   – პენალტის დასარტყმელად  ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც  2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს,...

მესის შვილმა კატალონიას უმღერა
ჩანაწერი

მესის შვილმა კატალონიას უმღერა

ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?
ჩანაწერი

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?

პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.

მაიმუნობას აქვს ადგილი
ჩანაწერი

მაიმუნობას აქვს ადგილი

16 ნოემბერს უეფას სადისციპლინო კომისია აჩვენებს “რომას” გულშემატკივრებს, ვინ არის მაიმუნი. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის მატჩს, რომელიც ოთხშაბათს ლონდოში გაიმართა — “ჩელსიმ” და “რომამ” 3:3 ითამაშეს. შეხვედრაში ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიდა, მაგრამ იყო ულამაზო ეპიზოდიც: 77-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში დავიდე ძაპაკოსტას ნაცვლად 24 წლის ანტონიო რუდიგერი შევიდა, რომელიც  “ჩელსიმდე” სწორედ “რომას” ფეხბურთელი იყო....

ჩაარტყი მაგას ბავშვი!
ჩანაწერი

ჩაარტყი მაგას ბავშვი!

ინგლისში ძველი ჭკუისა და ჯიშის ფანებს ეტყობა ვერაფერი გადააგვარებს. ევროპის თასზე, “ევერტონისა” და ლიონის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მთავარი ამბავი 66-ე წუთზე მოხდა: მასპინძელი ეშლი უილიამსი მაღალი ბურთისთვის გამეტებით ახტა და ფრანგული გუნდის მეკარე ანტონი ლოპესს დაეჯახა — კუთხურის ხაზს იქით გადააგდო, რასაც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მაგრამ, ეს არაფერი. ასეთი რამ ხშირად გვინახავს....

ჩვენც მოგვახვედრე კადრში, სიმონ!
ჩანაწერი

ჩვენც მოგვახვედრე კადრში, სიმონ!

9 ოქტომბრიდან პლანეტის უძლიერეს მეჩოგნედ შერაცხული დიაცი, რუმინელი სიმონა ჰალეპი მომენტს იჭერს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ სელფს აწვალებს და კადრში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქომაგის ჩაკვეხებას ცდილობს.