ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“ მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა, როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! – უპასუხა მანვე კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას მათ ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო. „მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
პიკე ლონდონში
ჟერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ოლიმპიაკოსთან”, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალ, ამავე გუნდების ათენურ (პირეოსი ცალკე ქალაქად კი ითვლება, მაგრამ რეალურად ათენის გარეუბანია) მატჩს ტოვებს. და ვინაიდან პიკე საბერძნეთში თამაშს ვერ შეძლებს, “ბარსელონას” მწვრთნელებმა მას ოთხშაბათამდე ლონდონში გამგზავრების ნება დართეს. ლონდონში კი “ბლაუგრანას” ცენტრალურ მცველს სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ესეც მორიგი ფაქტი...
ნეიმარი ბარსელონაში
კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, “პარი სენ ჟერმენმა” “ნიცას” 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ გასწია. “ბლაუგრანა” სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ ემზადება, “პარი სენ ჟერმენი” კი იმავე დღეს “ანდერლეხტს”...
176 – ვის „დაავიწყდა“ ლიონელ მესი
მესი თუ რონალდუ? წელს ფიფამ თავის გალა-დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი გამოაცხადა. თუმცა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიფამ მხოლოდ შედეგები გამოაცხადა, საუკეთესო კი ეროვნულ გუნდთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა დაასახელეს. და სად არის მესი? მესი წლეულს გამოკითხულთა მხოლოდ 19.25 პროცენტმა მიიჩნია საუკეთესოდ, მაშინ როცა შარშანდელ გამოკითხვაში, რომელშიც ასევე რონალდუმ გაიმარჯვა, „მესისტები“ 26 პროცენტს შეადგენდნენ....
მოგზაურობა არსაით
სათაურს ესპანურ გაზეთ “მარკას” დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის “რეალზე”, რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. “რეალი” მესამეზეა, “ჟირონა” მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაუნიშნა. ცხადია, როგორც ავტონომიას. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. დანარჩენი მორევაზეა,...
იბრა მანჩესტერში დაბრუნდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა...
ლურჯები: ედენი და იხვი
რა კარგია ფული რომ გაქვს კაცს. “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა დრო იხელთა და პრემიერლიგის მე-10 ტურის ხვალინდელი მატჩის წინ პარიზის დისნეილენდში დაისვენა. არაფერი შეგვშლია, ინგლისის დედაქალაქიდან საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დისნეილენდში გაევლო — პარიზის დისნეილენდი დაარსებიდან 25 წლისთავს ზეიმობს და, ალბათ, საგანგებო ატრაქციონები აქვთ. იქ, აზარმა თავისზე დიდ ვარსკვლავთან გადაიღო ფოტო...
ნეიმარი ნუ ბლატაობსო
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი კრისტოფ დუგარი ბრაზილიელ ნეიმარზე ცუდი აზრისაა. როდესაც 45 წლის ყოფილ ბარსელონელს 25 წლის ყოფილი ბარსელონელის შესახებ ჰკითხეს, მან გაღიზიანება ვერ დამალა. მიზეზი კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც “მარსელმა” და “პარი სენ ჟერმენმა” 2:2 ითამაშეს. ნეიმარმა ამ მატჩში მარსელელთა კარში ერთი გოლი გაიტანა, თამაშის მიწურულს კი მოედნიდან...
აპატიმრებენ… როკი ბალბოას
ბანერი, რომელზეც სილვესტერ სტალონეს ცნობილი კინოგმირი, როკი ბალბოაა გამოსახული, თურქეთში გამოძიების ობიექტად იქცა. ბანერი გულშემატკივრებმა სტამბოლური დერბის, გალათასარაის და ფენერბაჰჩეს მატჩის დროს გამოფინეს. თურქეთის ხელისუფლებამ ამ ბანერში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი მტრის, ფეთჰულა გიულენზე მინიშნება დაინახა. ოფიციალური ანკარა, სწორედ გიულენს მიიჩნევს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად. როკი ბალბოას ბანერზე ეწერა: წამოდექით, ისინი...
ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის
ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა...









