კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ბრწყინვალე პსჟ
ჩანაწერი

ბრწყინვალე პსჟ

უკეთესს რას ინატრებ: “პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო, 17 გოლი გაიტანა, ერთიც არ გაუშვია და თავი ქუდში ანუ ფლეი ოფში აქვს. უნაი ემერის ბიჭები შეუჩერებლები ჩანან. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: შეტევაში ოთხ შეხვედრაში 17 გოლით “პარი სენ ჟერმენმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” 16 გოლიანი რეკორდი მოხსნა. მანჩესტერელთა შედეგი 1998-99 წლების სეზონიდან მყარად იდგა. გამოდის,...

ნეიმარის დამსახურებული ჰელოუინი
ჩანაწერი

ნეიმარის დამსახურებული ჰელოუინი

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც “პარი სენ ჟერმენმა” “ანდერლეხტს” 5:0 მოუგო, ერთი გაიტანა და ერთი ისეთი საჯარიმოც დაარტყა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამრიგად, პარიზელებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს, 12 ქულა მოაგროვეს და ფლეი ოფის ეტაპზე დაიბევეს ადგილი. ბელგიური გუნდის რბევის შემდეგ მოვალეობამოხდილ ბრაზილიელ ვარსკვლავს გართობა სურდა და ჰელოუინმაც ზუსტად მოუსწრო. დანარჩენი, ანუ ჯოკერად გადაცმული...

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია
ჩანაწერი

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია

… 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი – უფრო მეტი, ვიდრე კლუბი  (Més que un club) – ბოლომდე უნდა გავითავისოო. არადა, ბარსელონაში სანახავი იმდენია, ვინძლო, „მფრინავ ჰოლანდიელს“ იმ რაოდენობის გოლები დაეთვალოს, თანაც იოჰანი ტურისტად...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!
ჩანაწერი

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!

რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ თავმდაბლურად ვიფიქრეთ, რომ დროშების ეს სიჭარბე სწორედ ზემოთ აღნიშნულ კატალონიის ამბებს უკავშირდებოდა და არა ჩვენს...

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა
ჩანაწერი

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში საქმე ასეა: კასაბლანკას ანუ მაროკოს “ვიდადმა” და ქაიროს ანუ ეგვიპტის “ალ აჰლიმ” ქაიროში 1:1 ითამაშეს და ახლა კვირას, 5 ნოემბერს, კასაბლანკაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეგვიპტის გუნდი ცდილობს შეხვედრისთვის კარგად მოემზადოს, მაგრამ ვინ აცლის. გუშინ, საწვრთნელ ბაზაზე გასამხნევებლად იმდენი გულშემატკივარი ეწვია, რომ… ვარჯიში ჩაიშალა. ერთი ტრიბუნა ყანყალებდა კიდეცო. მგონი, ამას ისევ ჩვენი...

ქარიმი და ლინეკერი
ჩანაწერი

ქარიმი და ლინეკერი

ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით ცნობილი ტელეწამყვანის, გარი ლინეკერის ბოლო დროს გახმაურებულ ხუმრობასაც ეხება. შეგახსენებთ: თავიდან ლინეკერმა ბენზემაზე თქვა, ისეთი...

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2
ჩანაწერი

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2

სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“  ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა  გაეტიოს. 29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე მჯდარა, სხვა ტრიბუნაზე გადასვლა განუზრახავს. გრძელი გზის შემოკლება გახვრეტილ კედელში გაძვრომით გადაუწყვეტია, თავი და ნახევარი...

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?
ჩანაწერი

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?

ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ  მოქიშპე ჩილე დარჩა სახლში და პერუელთა ფიესტის და ჩილელი არტურო ვიდალის დაცინვის მიზეზიც ეს გახლავთ. ჩილელთა და ვიდალის...

ნაირსახეობა სახის ახევისა
ჩანაწერი

ნაირსახეობა სახის ახევისა

გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა. პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა… შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს კინაღამ ყბა ააგლიჯა და მიწასაც მოსწყვიტა, მაგრამ სტოკელიც არ გამოდგა ჯაბანი. ტროი დინის ბრალეულობა მსაჯებმა ...

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!
ჩანაწერი

პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!

მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარსელო შეცვალა. შეცვლის წინ ბრაზილიელი დაბნეული ჩანდა — ბურთი დაკარგა, ვერ დაიბრუნა… ამ...