კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ვინ არის მარქს ლენინი?
ჩანაწერი

ვინ არის მარქს ლენინი?

17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი – თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა – მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს სურდა, ჩემთვისაც მარკესი დაერქვა, მაგრამ ზუსტად იგივე რომ არ გამოსულიყო, ცოტა გადააკეთა და გამოიყვანა მარქსი“. „რაც...

ბიჩიაბუ გრძელი
ჩანაწერი

ბიჩიაბუ გრძელი

უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში… მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005 წელს არის დაბადებული. ჰოდა, საერთაშორისო ტურნირზეც უთამაშია. ფიცი გვწამს, სიგრძე გვაკვირვებს.

ზოგი ასე უბერავს
ჩანაწერი

ზოგი ასე უბერავს

“სანი” წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ… მათი ურთიერთობა “ტვიტერით” შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება. “ბაიერნის” 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, “არსენალის” მეკარის დავიდ ოსპინას და, დანიელა. მათმა ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. წყვილს გოგონა ჰყავს. საერთოდ, ხამესს “ტვიტერზე” ბევრი მომხმარებლის გამოწერა არ...

სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის
ჩანაწერი

სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის

არგენტინის ნაკრები “რუსეთი 2018”-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. “ოტკრიტიე არენაზე” ანუ იმავე “სპარტაკის” სტადიონზე “ალბისელესტე” ისლანდიას დაუპირისპირდება. არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და თან ლიონელ მესის, ლუკას ბიგლიას, პაულო დიბალას, მაურო იკარდის და სხვებს შეხვდეს. ის აგრეთვე ნახავს...

არმანი, ოღონდ ფრანკო
ჩანაწერი

არმანი, ოღონდ ფრანკო

ჯორჯო რა იყო და… ფრანკო არმანი 31 წლის არგენტინელი მეკარეა, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონი კოლუმბიაში, კერძოდ მედელინის “ატლეტიკო ნასიონალში” გაატარა, ახალი წლის პირველ დღეს კი წერილობით აცნობა მთელ მსოფლიოს, რომ სამშობლოში ბრუნდება — “რივერ პლეიტში” გადადის. ამაზე არგენტინულმა “ოლემ” დაწერა, “რივერს” და მის მწვრთნელს მარსელო გალიარდოს ბედნიერი 2018 დაუდგათო. “მე ავუხსენი “ატლეტიკო ნასიონალის” ხელმძღვანელობას, რომ...

ცვლილებები ლა ლიგაში
ჩანაწერი

ცვლილებები ლა ლიგაში

ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა. “სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა...

ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
ჩანაწერი

ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის

სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...

რიუ ავე – ბენფიკა  ჩაწყობილია ?
ჩანაწერი

რიუ ავე – ბენფიკა ჩაწყობილია ?

დღეს დილით ლისაბონურმა გაზეთმა „კორეო და მანია“-მ დაწერა, რომ პოლიცია იძიებს  „ბენფიკასგან“ „რიუ ავეს“ 4 ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. 2016  წლის 24 აპრილს 31-ე ტურში „რიუ ავემ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. წინა დღეს მოიგო „სპორტინგმა“ და გადაასწრო თანაქალაქელებს. 77 ქულა ჰქონდა „სპორტინგს“ და 76 „ბენფიკას“. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩებოდა და ბენფიკელებს უეჭველი მოგება...

განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში
ჩანაწერი

განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას  და  იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“. კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო...

რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?
ჩანაწერი

რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?

“შტუტგარტს” ბოლო ოთხი ტურია ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია. რატომ? მარიო გომესი აკლდა? დიახ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან 32 წლის მარიო გომესი “შტუტგარტში” ითამაშებს — “ვოლფსბურგიდან” სიყმაწვილის დროინდელ გუნდში ბრუნდება. სატრანსფერო თანხა საიდუმლოდ შეინახეს. გომესი მართლა კარგ დროს მიდის “მერსედეს-ბენც არენაზე”. ზოგადად “შტუტგარტს” (17 ტურის შემდეგ მე-14 ადგილი) გოლების გატანა თითქოს არ უჭირს,...