ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს შარშანდელი ნათქვამი გაახსენა, გულში ჰქონია ჩადებული. კერძოდ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 105 მილიონ ევროდ პოლ პოგბა იყიდა, “ლივერპულის” თავკაცმა თქვა: “ფეხბურთელში ასეთ თანხას რომ იხდი, ხომ შეიძლება დაშავდეს? და თუ დაშავდა გამოვა, რომ ფული ქარს გაატანე. თუკი დადგება დღე, როდესაც ჩვენს საქმეში ვაჭრობა გახდება მთავარი, მე ფეხბურთიდან წავალ. მთავარი გუნდური თამაშია. რასაკვირველია,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა
წლეულს “პარი სენ ჟერმენმა” იყიდა ნეიმარი 222 მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ – ლუკაკუ 85 მილიონად, აარონ რემზიმ კი კარდიფის მდიდრულ უბანში სახლი და ადგილ-მამული – 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა. ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხოლო რემზის სახლი უძვირესია უელსში. შეფასებული იყო 4 500 000-ად, მაგრამ „არსენალის“ ნახევარმცველმა დააკლებინა. მამულში...
არსენალში განხეთქილებაა
ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. “ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს...
გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !
სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა. „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა, თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის ზედა ექვსი გუნდი...
საუკუნის თაღლითობა ეკვადორში
როგორც „ბილბაოში“ ტრადიციულად თამაშობენ მხოლოდ ბასკები, ასევე ეკვადორში კიტოს „ნასიონალს“ აქვს ტრადიცია, გუნდში ჰყავდეს მხოლოდ ეკვადორელები. ასე იყო 1964 წლიდან სანამ წლეულს, დეკემბერში, არ გაირკვა, რომ უკვე ორი სეზონია „ნასიონალში“ 30 წლის კოლუმბიელი რინსონ ლოპეს ლედესმა თამაშობს. აქამდე როგორ ვერ გაიგეს ? 17 წლის იყო კიტოში რომ ჩავიდა და ყალბი პასპორტით ეკვადორელი გახდა, რათა სამუშაო...
გვარდიოლა: ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს
“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, “ქალაქელებმა” ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0. “მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი წლის პერიოდია, მთელი ინგლისი ისვენებს გარშემო განწყობაც შესაბამისია და ჩვენს წინაშე უფრო ფსიქოლოგიური ამოცანა იდგა....
გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !
გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3 დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” ! მალე გამოჩნდა, რომ ეს უშნო ხუმრობა იყო, რადგან „დეპორის“ ფანობა აღშფოთდა, კლუბის ოფიციალური პირები კი შეშფოთდნენ. ატყდა...
ეს აბრეუ ვინ ყოფილა ?
ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, რომელიც გინესის წიგნშია როგორც 25 სხვადასხვა კლუბში ნათამაშები, რეკორდი გააუმჯობესა – 25 არ ეყო და ოცდამეექვსეში გადავიდა. 41 წლის ფორვარდმა, ვისაც 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ჩილეს „აუდაქს იტალიანოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აბრეუს აქამდე რეკორდის მოზიარედ ჰყავდა ასევე 25 კლუბ გამონაცვალი გერმანელი მეკარე ლუც პფანენშტიელი, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა. გერმანელი სხვა...
ედენის აზარით “ბარსელონას” და მესის ბადალი არ ჰყავთ.
ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, “ჩელსის” ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის “ბარსელონასა” და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბლაუგრანა” ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 20 თებერვალს გაიმართება. “ბოლო...
თილისმა გარდაიცვალა
ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა. ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას —...









