… აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა, 15 მილიონი ევრო მასესხეო. ვუპასუხე არ მაქვს მეთქი, იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“, ფული არ ჰყოფნით და თუ დამეხმარები გადასვლაში, პირველივე ხელფასზე მოგცემო, ვუთხარი. მანამდე რონალდუს ან მესის ესესხე, მეთქი. მათი ვალი უკვე მაქვს და...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ძაღლამდე პენალტი დააკლდა
ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა” ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო. მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა – და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს. პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა, ამ სეზონში ჰეთ-თრიქს თუ შეასრულებ ძაღლს გიყიდიო...
მშიერთათვის
სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს… თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა. გახსნა და იქ ამბავი ატყდა… ხუთსაათიანი რიგი წარმოგიდგენიათ? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქალაქში ვისაც შიოდა ყველა...
პეპა გოჭით მოგებული
„რომა“ გუშინ „ატალანტასთან“ შინ დამარცხდა (1:2), სტუმართა კაპიტან ალეხანდრო გომესისთვის კი ეს მოგება იყო საჩუქარი მისი გოგოგოს დაბადების დღეზე, რომელიც 3 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა გომესმა კაპიტნის სამკლავურის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ოპულარული მულტფილმის „პეპა გოჭის“ ნახატით მკლავდამშვენებული გავიდა მოედანზე და გოჭიანი სამკლავურმა გამარჯვება მოუტანა.
მარადონასა და მესის ერთადერთი საერთო მწვრთნელის აზრით
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ Oral Deportiva-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ალფიო ბასილე არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. ის გახლავთ ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც გაუწვრთნია როგორც დიეგო მარადონა ასევე ლეო მესი. ბასილეს ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ” ოთხი ტიტული მოიგო: გახდა კონფედერაციათა და არტემიო ფრანკის თასების მფლობელი, ორჯერ ზედიზედ მოიპოვა „კოპა ამერიკას” ჩემპიონის წოდება. მან მოაგებინა ჯილდოები...
გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება
ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი” და „პატარა კაცი” უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო. მოკლედ, კონტემ მოურინიუზე თქვა მაგას ეტყობა ასაკობრივი დემენცია დაეწყო, რადგან საკუთარი ქცევა არ...
აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !
„ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“ 28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია. მასი არგენტინაში ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი. 2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა ორი პიტ ბული. სწორედ ამ ძაღლების თავები ახატია მუხლებზე, რომლებიც ერთხელ თურქული კლუბის...
გიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო
ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან. კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა” გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი არ დაივიწყა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე თქვა, ასაკობრივი დემენცია სჭირსო. თხრობა მოურინიუს ბოლო სიტყვებით დავიწყოთ....
მე ბარსაში მოვკვდე, დავიკარგო
„ბარსელონასთან” დაახლოებულმა წყარომ ესპანურ გამოცემა „სპორტს” უთხრა, რომ ლეო მესის ახალ კონტრაქტში პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტი არ არის. ეს თემა იმიტომ წამოიწია, რომ „ელ მუნდომ” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში არგენტინელი „ბარსელონაში” თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ კლუბი ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგას მიეკედლება. ჩამოთვლილიც კი იყო ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იმავე ესპანეთის ლიგები....
ნეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !
თვალი მომეცი და მაყურებინეო – ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში. გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც იხილა. „ჩელსის“ მაისურიანი ფეხბურთელის სხეულის პროპორციები შესაძლოა, ოდნავ დარღვეული გეჩვენოთ, მაგრამ ეს ხელს ვერ...









