ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ნგოლო კანტეს ავარია
„კარაბაოს” ანუ ლიგის თასზე „ჩელსიმ” და „არსენალმა” 0:0 რომ ითამაშეს ცხადია იცით, მაგრამ ის თუ გაიგეთ, ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიმავალ ნგოლო კანტეს ავარია რომ შეემთხვა და თავისი ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” რომ დაამტვრია? და ამის მიუხედავად, გამვლელებთან სელფიებს რომ იღებდა, არ მოგწონთ? ეტყობა, თავაზიანი კაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გუნებაზე იქნებოდა, მაგრამ ფოტოზე...
უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი
ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს. როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ...
ადრე ცემეს, ახლა ესროლეს
წერილი, რომელიც „დოიჩე ველეს” საიტზე გამოქვეყნდა, გერმანული ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავის, წარმოშობით ქურთი დენიზ ნაკის შესახებაა. ორშაბათს, 28 წლის ნაკის A4 ტრასაზე ტყვია ესროლეს. მან, რაღაც ბედად დახრა და მანქანის საავარიო ზოლზე შეყვანა მოახერხა. პოლიცია ამბობს, რომ ფეხბურთელი უსაფრთხო ადგილას არის გადამალული. ფრაზა „ამომავალი ვარსკვლავი” გადაჭარბებად რომ არ გეჩვენოთ გეტყვით, რომ ათიოდ წლის წინ...
სუზუკიმ კომატცუს ჩაუყარა
იაპონელი კანოისტი იასუხირო სუზუკი ნიჩბოსნობიდან 8 წლით მოკვეთეს. მიზეზი – თანაგუნდელ სეიჯი კომატცუსთვის სასმელში აკრძალული რამ – ნივთიერება ჩაუყრია. ეს მოხდა შარშან სექტემბერში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს. ამ გზით უნდოდა საოლიმპიადოდ კონკურენტი მოეშორებინა და კომატცუს დოპინგ ტესტმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დოპინგიან ნიჩბოსანს, რასაკვირველია, დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, თუმცა სუზუკი სინდისმა შეაწუხა და აღიარა, რომ მისი ნამაიმუნარი საქმე იყო...
არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?
12 იანვარი საუდის არაბეთში ისტორიული იქნება. ქალებს შეუძლიათ მივიდნენ სტადიონზე, დასხდნენ მათთვის გამოყოფილ სექტორებში და ჩემპიონატის მატჩებს უყურონ. პირველი „ქალებიანი“ შეხვედრა ერ-რიადში გამართება, „ალ აჰლი“ „ალ ბატინს“ უმასპინძლებს, მეორე მატჩი ჯიდაში შედგება, სადაც 13 იანვარს „ალ ჰილალი“- „ალ იტიჰადს“ უმასპინძლებს, ხოლო მესამე დამამში „ალ იტიჰადი“ – „ალ ფაზალს“ შორის 18 იანვარს გაიმართბა. 2014 წელს საუდეთში...
დაცვა ისეთი უნდა პოლიციამ რომ იცის
„კრისტალ პალასის” ფანებს პოლიციამ მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და ასე ესკორტით მიაცილა ქალაქ ბრაიტონ ენდ ჰოუვის „ფელმერ სტედიუმამდე” (იგივე „ამერიკან ექსპრესის” სტადიონი), სადაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მასპინძელმა „ბრაიტონმა” მათ გუნდს 2:1 მოუგო. მიზეზი: ნოემბერში, როდესაც ეს გუნდები პრემიერლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არეულობა მოხდა. ბევრი ბილეთიანი გულშემატკივარი ვერ შევიდა სარბიელზე. მერე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ტურნიკეტები...
წლის გოლი ესეისაში
30 წლის გონსალო იგუაინს 534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა. „კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც სამშობლსკენ გასწია. მგზავრობით დაღლილს ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმა არ აცალეს და კამერა-მიკროფონით ეცნენ. „ღამის 3...
მიფრინავენ ფლოსტები
საცოდავ 70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“ 675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება? არც არაფერი – თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო. კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა ერთკვირიან შეკრებაზე. ფლოსტები დაბინავდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება 455 გირვანქა ღირს.
იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში
ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის” 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს”, სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება სულ მცირე კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. „მეთოფეთა” ფანებისთვის კი ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს...









