Author: სარბიელი (სარბიელი )

Home სარბიელი
ყოველგვარი მსგავსება შემთხვევითია
ჩანაწერი

ყოველგვარი მსგავსება შემთხვევითია

მალტელთა მწვრთნელმა თამაშის მერე თქვა, დღეს დიდ გუნდს მოვუგეთო. ალბათ დაგვცინა. უფრო სწორედ, მეტოქეს დასცინა. ფარერელებთან, ესტონელებთან, ყაზახებთან და მალტელებთან მიჯრით დამარცხებულ გუნდზე „დიდის“ თქმა, აშკარად დაცინვასავით ჟღერს. ან, ეგებ არც დაუცინია იმ კაცს და მხოლოდ იმის თავაზიანად ხაზგასმა სურდა, კარგად ვიცი თქვენი გუნდის მშვენიერი ისტორიაო. ცხადია, იმ კაცს ვერ მოსთხოვ იცოდეს, რომ ამ „დინამოს“...

კვარას სეზონი… სეზონის კვარა…
ჩანაწერი

კვარას სეზონი… სეზონის კვარა…

წინა წლებისგან განსხვავებით წლეულს სიახლე არის: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან  და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით დავაჯილდოვებთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს. წლეულს, ისევე როგორც ბოლო ხანს, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც დიდი მადლობაც ალალი იყოს. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. საუკეთესო ფეხბურთელის...

ამერულ-აბრეზული ფოტო-ამბავი
ჩანაწერი

ამერულ-აბრეზული ფოტო-ამბავი

ეს ფოტო 2006 წლის 13 მაისს არის გადაღებული „მიხეილ მესხზე“. იმ დღეს საქართველოს თასის ფინალში „ამერმა“ „ზესტაფონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უამრავი გულშემატკივარი ამ ფინალს დღემდე ყველაზე სანახაობრივად მიიჩნევს საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში. თუმცა ეს ფოტო ახლა სხვა რამის გამო გავიხსენეთ. გუნდები მოედანზე ბავშვებთან ერთად რომ გადიან ხოლმე, ძველი და ჩვეულებრივი ამბავია. ეს თამაში კი...

ოქროს ბურთი ქართულად…
ჩანაწერი

ოქროს ბურთი ქართულად…

„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. „ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ....

ისინი ხომ საბჭოთა ბრაზილიელები იყვნენ…
ჩანაწერი

ისინი ხომ საბჭოთა ბრაზილიელები იყვნენ…

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად რუსულმა „სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტები ვერ მალავენ აღტაცებას. რუსებმა ჩვენიანის „ატალანტასთან“ თამაში გაარჩიეს და შიგადაშიგ ზოგადად ქართული ფეხბურთის ამბებზე თქვეს… აშკარად, მონატრებიათ… „პირველი ტაიმიხვიჩას შეტევაში ბევრი არაფერი გამოდის. „ატალანტა“ ძალიან ყურადღებით თამაშობს, განსაკუთრებით, მარჯვენა მცველი დანი მელე, რომელიც შეტევებში საერთოდ არ ერთვება. თუმცა, პარტნიორებიც აზღვევენ, რათა კვარაცხელიას მილიმეტრიანი სივრცეც არ დარჩეს. ერთ-ერთ მომენტში...

კვარადონა
ჩანაწერი

კვარადონა

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა თქვენი სახელი შეიყვაროს? ჩვეულებრივ საჭიროა ნიჭი, მაგრამ ხშირად ყურის მომჭრელი მეტსახელიც უნდა დაემატოს. გაიხსენეთ ელვისი, როკი ან ახლახან გარდაცვლილი პელე.  მკვეთრი, მოკლე… და ეფექტური. ისეთი, პლაკატს რომ მოუხდეს. მაგრამ დროგამოშვებით გვხვდება სახელი, რომლის წარმოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ენას იტეხ და მაინც გამოთქვამ. იმიტომ, რომ მისი პატრონი საოცრებებს სჩადის. აი,...

ჩანაწერი

სიზმრად ვნახე საქართველო…

ეს ალბათ, ყველაზე უცნაური გვერდია, რაც კი ოდესმე „სარბიელში“ დაბეჭდილა. საქმე ცხადია, მხოლოდ სიშავეში არ არის, თუმცა ეს სიშავეც ჩანაფიქრის ნაწილია. მთავარი, რა თქმა უნდა, შინაარსია. საქართველო – რუსეთის შეწყვეტილი მატჩის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სტადიონზე შუქი შემთხვევით არ ჩამქრალა. მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე – გაზეთის გვერდზე იმის დაწერა, რისი დოკუმენტურად დადასტურების საშუალება არ...

თბილისი, ვარნა, სკოპიე
ჩანაწერი

თბილისი, ვარნა, სკოპიე

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმით, ხუთმა ჟურნალისტმა ნაკრებთან ერთად ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიფრინეთ. მეც და ჩემი ქართველი კოლეგები სანაკრებო სხვადასხვა მატჩებზეც ვყოფილვართ – ხან გახარებულნი დავბრუნებულვართ, უფრო ხშირად კი… ახლა კი გუნდმა ისეთი შედეგი დადო… თუმცა, ამჯერად შედეგებზე საუბარი არ გვინდა. ერთკვირიანი ვოიაჟი გამოგვივიდა – ოთხი დღე ბულგარეთში დავყავით,...

საქართველომ მაკედონია დაანგრია
ჩანაწერი

საქართველომ მაკედონია დაანგრია

როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა,...

მაკედონიელები დაცვას გვიწუნებენ
ჩანაწერი

მაკედონიელები დაცვას გვიწუნებენ

დღეს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩი აქვს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშებს. სატურნირო ცხრილში საქართველო მეტოქეზე წინ არის, ამიტომ აქაურები ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ საქართველო მოიგებს, პირველ წრეს სოლიდური უპირატესობით დახურავს. სანიოლის გუნდს ფრეც მეტოქეზე კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. ეს მაკედონიაშიც კარგად იციან და ამიტომაც, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. მეტიც – ფეხბურთელებს ავალდებულებენ და...