საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაშია და ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება… მაკედონიელებს საქართველო კარგად ახსოვთ. ან როგორ არ ემახსოვრებათ – ჩვენთვისაც და მათთვისაც ისტორიული მატჩი მოგვიგეს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი თამაში თბილისში 0:1 წავაგეთ. იმ ავადსახსენებელი შეხვედრის გარდა, მაკედონიელებს კიდევ ორჯერ შევხვდით და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. მეტოქესთან მოგება რომ არ გვაქვს, აქაურ ქომაგებს...
Author: სარბიელი (სარბიელი )
ასე მონატრებული გრძნობა
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ვილი საინოლის გუნდმა ბულგარეთის ნაკრებზე ყველა ძველი წყენა და ჯავრი რაზგრადში იყარა. ქართველები მეტოქის რბევას დასაწყისიდანვე შეუყვნენ და ზურიკო დავითაშვილმა მეხუთე წუთზევე შეაგდო. პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ გავიტანეთ, თუმცა აქედან მხოლოდ ანდრეა ჰრისტოვის ავტოგოლი ჩაგვითვალეს, რომელიც ირაკლი აზაროვის დარტყმის შედეგად გავიდა. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში...
ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების...
ქალი და ავანსი
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...
კვარა!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...
გოგონა სარბიელით
შეხედავთ ამ გოგონას, გადახედავთ მის ნაწერს და გეამაყება: რაღაც მართლაც გაუკეთებია „სარბიელს“. როცა გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, თინათინ ცეცხლაძე დაბადებულიც არ იყო, მაგრამ გაზეთი თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე პოპულარული ხდებოდა. ბევრჯერ უთქვამთ და ჩვენ, ერთხელაც გავიმეორებთ, ახალგაზრდები მშობლებისგან მიცემულ ხაჭაპურის ფულს იკლებდნენ, რომ „სარბიელი“ ეყიდათ; „მარშრუტკის“ ნაცვლად ფეხით მიდიოდნენ, რომ „სარბიელი“ შეეძინათ; გამყიდველს ფულს...
ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...
ბურთის მომტაცებელი ვეჯინიდან
9 მაისს ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდებული კაცი გამოაკლდა – თბილისის „დინამოს“ ოდინდელი ექიმი ფიზიო-თერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი, „სიმონიჩი“, როგორც ახლობელ-მეგობრები მიმართავდნენ. 82 წლისა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გაბიტაშვილი ლეგენდარული ადამიანი გახლდათ. დიუსელდორფის ფინალის დამთავრებისთანავე სწორედ მან გააგდებინა მსაჯს ხელიდან ბურთი და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა. „ბურთი მოვიტაცეო,“ – თავად ასე ამბობდა, კახურად. ათასჯერ ნანახი კადრები უკვე კლასიკადაა ქცეული....
ფეიენოორდს პლუს მსაჯი…
1981 წლის 22 აპრილს, როტერდამში, 35 000 მაყურებლის თვალწინ, „ფეიენოორდმა” თბილისში წაგებული 0:3-ის შემოტრიალება სცადა და ამაში ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მოიშველია. ის, რაც იმ დღეს ვიორერმა იკადრა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახულ უსინდისობად შევიდა, მაგრამ „დინამომ” გაუძლო… თბილისელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე
1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან” პირველი შეხვედრა თბილისის „დინამომ” შინ გამართა და მეტოქეს შავი დღე აყარა — 3:0. ეს იყო თენგიზ სულაქველიძის ბენეფისი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სულაქველიძემ ორი გოლი გაიტანა.









