„დინამოს” აკადემია! ლოზუნგი: მომავალი იწყება აქ! თავად ნახეთ და განსაჯეთ! ხვალის იმედი არ მოგვეშალოს!
Author: სარბიელი (სარბიელი )
ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი
ამას ვერ აღწერ! ეს უნდა ნახოთ! ამის ეგრეთწოდებულ „ლაივში” ნახვა კი ერთ რამედ ღირდა. 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს” მასაჟისტმა, ანზორ გაბიტაშვილმა ფინალის ბურთი გაიტაცა და… ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა!
დი-ნა-მო, დი-ნა-მო!
თბილისის „დინამოს” უკვდავი ჰიმნი ბრწყინვალე ქართველმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა გუნდს 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის მოპოვების (ფინალში დინამოელებმა დაამარცხეს „არარატი” 3:0) მეორე დღეს მიუძღვნა და მას მერე ეს სიმღერა ბევრი დიდ წარმატებისკენ წარუძღვა ჩვენს ფეხბურთელებს!
უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!
უდიდესი მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში! 1981 წლის 13 მაისს, ქალაქ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე” თბილისის „დინამომ” იენის „კარლ ცაისს” 2:1 მოუგო და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი აღმართა.
უდიდესი მნიშვნელობის მატჩი
1981 წლის 4 მარტს თბილისის „დინამომ” ლონდონში, „აპტონ პარკზე”, „ვესტ ჰემს” 4:1 მოუგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც თბილისელებზე უდიდესი გავლენა იქონია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თასის მოპოვება შეეძლოთ.
სარბიელი წარმოგიდგენთ…
„სარბიელი“ წარმოგიგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება. ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 28 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. შარშან გამოკითხვა პანდემიამ შეიწირა – ფაქტობრივად ჩავარდნილ სეზონს, ცხადია, გამოკითხვის ჩავარდნაც მოჰყვა. წლეულს კი, კვლავ დავასახელებთ სეზონის საუკეთესოს და ბოლო წლების...
ბადრი კეთილაძის არაჩვეულებრივი გამოფენა
წინ და უკან წარამარა რომ ატრიალოთ საქართველო – ესპანეთის მატჩის ვიდეო კადრები, ვერ ნახავთ იმას, რაც ბადრი კეთილაძის ფოტო კამერამ თვალის ჩაპაჭუნებით სტადიონზე შეაგროვა და გაამარადიულა. უდავოა, რომ ეს ფოტოები უფრო მოძრავია, ვიდრე ზოგიერთი მოძრავი საგანი. მონატრებული სანაკრებო ფეხბურთის ფერი, სუნი და გემო თუ გინდათ რომ იგრძნოთ, შემოიდეთ ხელი აკაკი წერეთელივით და დაათვალიერეთ… მაშ, სარბიელელი...
პელე და დიდები ერთ წიგნში
წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის...
კორონა საქართველოს ნაკრებში
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...
ქინქლაძიდან დღემდე
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ავლენს, სათავეს 1992-1993 წლების სეზონიდან იღებს. მასში სპორტული ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას და იმ პირველი გამოკითხვის რჩეული ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე გახდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტრადიცია დარჩა. მიზეზთა გამო 2008-2018 წლებში გამოკითხვა არ ჩატარებულა, შარშანწინ კი ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთის“ გვერდში დგომით, ტრადიცია...








