Author: სარბიელი (სარბიელი )

Home სარბიელი
სიმართლე დეტალებში
ჩანაწერი

სიმართლე დეტალებში

საკალათბურთო ЦСКА-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში, თორნიკე შენგელიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ახსენა, ნაკრებში იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუკი სანაკრებო მატჩი საკლუბოს არ დაემთხვევაო. „თორნიკე შენგელიასთან ვისაუბრეთ და სანაკრებო მატჩებზე მის გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი...

ვოვა
ჩანაწერი

ვოვა

გაგრძელება დასაწყისი იხილეთ აქ … დასავლეთის ტრიბუნაზე ვისხედით. ფეხბურთზე ძირითადად ჩემს კლასელ გიორგი ხანთაძესთან და მის უფროს ძმასთან მიშასთან ერთად დავდიოდი. ერთ ეზოში ვიზრდებოდით. მამაჩემი ჯემალა, გაზეთ „კომუნისტის“ განყოფილების რედაქტორი იყო, ამათი მამა გურამა ცეკაში მუშაობდა და ყოველ წელს ჰქონდათ დასავლეთის ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟასთან აბონიმენტები. დავითრევდით ამ ჩვენი შიშკა მამების აბონიმენტებს და მივდიოდით. მართლა მაგარი ადგილი...

ვოვა
ჩანაწერი

ვოვა

რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც… ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი...

13.05.1981
ჩანაწერი

13.05.1981

13 მაისი, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე რა...

ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…
ჩანაწერი

ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…

კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-მა და როგორ შცვალა პირადად გიოგას გეგმები – ამ და სხვა კითხვებით გიგას შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით. –  ერთხელ თქვით, რომ   MMA-ის კლუბში რაფაელ კორდეირისთან მხოლოდ იმ მიზნით ვარჯიშობთ, ...

ტამაში შარშია
ჩანაწერი

ტამაში შარშია

დოჰაში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ერთერთ უმთვარეს საკითხად, გერმანული ტელეარხის ARD-ის ჟურნალისტის ხაიო ზეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტური ფილმში IWF-ის რეპუტაციის შემლახავი ბრალდებების განხილვა იყო გატანილი. იქვე გადაწყდა შექმნილიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გაარკვიოს გერმანული ტელეარხიდან წამოსულ ბრალდებათა საფუძველი. გარდა ამისა, IWF-ის პრეზიდენტს ტამაშ აიანს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 90 დღით შეუჩერდა უფლებამოსილება,...

თქმის ვალდებულება
ჩანაწერი

თქმის ვალდებულება

ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა… ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ … მეათედ… საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ – ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს პროფესიული ანალიზის უნარს. თქმა ჩვენი ვალია – ავისაც და კარგისაც – ამიტომ ვთქვით, რაც შევიტყვეთ,...

ნიკა, თქვი…
ჩანაწერი

ნიკა, თქვი…

ნიკოლოზ ბასილაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირი არ არის – ცნობას გულგრილად რომ შევხვედროდით, უცნაური ის იქნებოდა. ამბავი კი ის არის, რომ ევროპულ მედიაში გაჩნდა ცნობა ჩოგბურთში მასშტაბური გარიგებების სქემის შესახებ და ამ საქმესთან კავშირში სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის ნახსენები. სავსებით ბუნებრივია, რომ ევროპულ მედიაში გამოქვეყნებული ეს ცნობა, ჩვენს მკითხველსაც გავაცანით და რა...

ლექსო ლაფანაშვილი: თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს
ჩანაწერი

ლექსო ლაფანაშვილი: თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს

საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება თსუ-მ ახალი მთავარი მწვრთნელით და სამი გამარჯვებით დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მეტოქეებთან ჰქონდა, კარგი ფიზიკური მომზადება და შეთამაშება გახლდათ. ეს, ცხადია, გუნდის მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. წარმატებულ სტარტს თსუ-მ ბოლო 2 ტურში წაგებები მოაყოლა და მთავარ მწვრთნელ ლექსო ლაფანაშვილთან დაგეგმილ ინტერვიუს სხვადასხვა თემებთან ერთად ამ მცირე...

„ცხუმ-აფხაზეთი“ და  „ქართული კალათბურთი“
ჩანაწერი

„ცხუმ-აფხაზეთი“ და „ქართული კალათბურთი“

საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელი და სუპერლიგის მონაწილე გუნდი „ცხუმ-აფაზეთი“  ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“  ჩვენება შედგა. ამის შესახებ გუნდი “ცხუმ-აფხაზეთის” პრეს-სამსახური იუწყება. ჩვენებას დაესწრნენ „ცხუმ-აფხაზეთის” კალათბურთელები (მათ შორის გუნდის 4 ამერიკელი ლეგიონერი), მწვრთნელები და ადმინისტრაცია, თავად რეჟისორი...