ძვირფასო ზაზა! ქართული კალათბურთის ლეგენდავ! დიდო სპორტსმენო და კეთილო ადამიანო! ემოციები გვძლევს და აღარც კი ვიცით, როგორ მოგმართოთ… ემოციები გვძლევს, რადგან არ შეიძლება შენზე უემოციოდ საუბარი… მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ხარ და ქართველები გწერთ! მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო სარბიელზე სახელი გაუთქვი შენს პატარა სამშობლოს! მხოლოდ იმიტომ არა, რომ NBA-ს ორგზის ჩემპიონი ხარ...
Author: სარბიელი (სარბიელი )
თბილისი ჰილსი, გოლფი, ბაჩო…
2 ივლისს, „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანზე ჩატარდა ტრადიციული მედია ფესტივალი “ბაჩოს თასი”, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებმა მიიღეს. მშვიდ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში ჟურნალისტებს ერთმანეთთან მონატრებული ურთიერთობის საშუალებაც მიეცათ, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს… შეგახსენებთ, ბაჩო სვანიძე სარბიელელი გახლდათ და დიდი სიყვარული, ოჯახი და სამეგობრო დატოვა.
რა თქმა უნდა, ჩაკვე!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა… შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ. „სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში...
ბაჩოს გოლფი
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებზე მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ გაიმართა. ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს შორის. ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლაშა რამაზაშვილმა, ვერცხლის მედალი ზვიად შათირიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო მესამე...
ქართული ფილმის ჩვენება მინსკში
21 ივნისს მინსკში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართება, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება. მის შესახებ აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და...
გაზაფხულის მე-18 გაელვება
„სარბიელი“ ტრადიციული გამოკითხვა იწყება. ანკეტები რესპოდენტებთან დაგზავნილია და საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც მალე გამოცხადდება. ისევ როგორც შარშან, ჩვენი პარტნიორი ამჯერად კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც, ცხადია, დიდ მადლობას მოვახსენებთ. „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ, 1992 წლიდან იღებს სათავეს, თუმც გარკვეული მიზეზების გამო 2008-2017 წლებში ის შეჩერებული გახლდათ. განვაახლეთ და „ლიდერბეთიც“ ჩვენს...
როგორ აიყვანა რონალდუმ იუვე მძევლად?
არაფერი ახალი: ტურინის „იუვენტუსი“ ისევ გახდა იტალიის ჩემპიონი და ისევ ნაადრევად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. არადა, გასულ ზაფხულს ყოველთვის იტალიაზე ორიენტირებულმა და დეცენტრალიზებულმა კლუბმა ტრადიციას უღალატა და 115 მილიონ ევროდ სუპერფეხბურთელი შეიძინა. ამით ანდრეა ანიელიმ საჩემპიონთალიგო ლაშქრობა დააანონსა. „იუვემ“ ცოტა ნაკლები გაიტანა, ცოტა მეტი გაუშვა და თითქმის იმდენივე ქულა დააგროვა. არადა, კრიშტიანუ რონალდუმ იფრინა და ესპანური...
ქართული კალათბურთი კიშინიოვში
მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება შედგა. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, როდესაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში დაამარცხეს მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 90:83 და მოიპოვეს ევროპის...
ინტერვიუ მაია ჩიბურდანიძესთან
მაია ჩიბურდანიძე მქუხარე სახელის და მოკრძალებული ხასიათის ადამიანია. დაფაზე ბობოქარს ცხოვრებაში თავმდაბალ ადამიანად იცნობენ, რომელსაც თავისი დიდებული საჭადრაკო წარსულის შესახებ ბევრი საუბარი არ უყვარს, მით უფრო მასმედიასთან. “სარბიელმა” მოახერხა ქართველი ლეგენდის “გატეხვა” და ინებეთ ვრცელი ინტერვიუ მაიასთან, უამრავ საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ქომაგის გონებას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე აფორიაქებს…
ანატოლი მილჩენკო: ბორჯომი-სოხუმი-უემბლი
ზემოაღნიშნული სათაურით გამოიცა წიგნი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად აღიარებული, ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებულ და დაქორწინებულ უკრაინელ-ქართველის, ანატოლი მილჩენკოს (1938-2011) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნის ავტორები არიან ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია და დემიკო ლოლაძე. ავტორები მადლობას უხდიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს, რომელთა მხარდაჭერითა და...






