Author: სარბიელი (სარბიელი )

Home სარბიელი
ჯვაროსნები – საჩუქარი ქართულ ფეხბურთს!
ჩანაწერი

ჯვაროსნები – საჩუქარი ქართულ ფეხბურთს!

რამდენიმე დღეში მკითხველის სამსჯავროზე მორიგი საფეხბურთო წიგნი გამოვა. „ჯვაროსნები“ – ასე ჰქვია ჩვენი კოლეგის, ფრიდონ კერვალიშვილის ნაშრომს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა (283) მატჩის ოქმი, მათ საფუძველზე შექმნილი არაერთი სტატისტიკური ცხრილი, რომლებშიც სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ სპეციალისტი მისთვის საინტერესო უამრავ მონაცემს იპოვის. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, წიგნი დიდი ფოტოშემოქმედის, ჩვენი ნეტარხსენებული კოლეგის ბადრი კეთილაძის უნიკალური...

მერაბ ჟორდანია: მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო…
ჩანაწერი

მერაბ ჟორდანია: მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო…

გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ ლინკზე  https://sarbieli.ddns.net/2024/04/05/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98/ … პრეზიდენტის ლოჟაში ვზივარ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, რომელიც ისე იყო გაცეცხლებული, რომ საჩხუბრად პირველი ვინც დაიჭირა, სპორტის მინისტრის მოადგილე ჩემი ახლობელი ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი იყო, მინისტრს ჩემს უახლოეს მეგობარს, ირაკლი მეძმარიაშვილს კი რომელიც კოლეგის, რუსეთის სპორტის მინისტრის ლეგენდარული ვიაჩესლავ ფეტისოვის მასპინძლობით იყო დაკავებული, სიბნელეში ვერსად მივაგენით. აღარაფერი, რომ არ...

ჩანაწერი

მერაბ ჟორდანია: ჩემი ნატვრაც ეს იყო, მომხდარიყო ის რაც შემდგომ მოხდა…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს… ვისვის და, აი მას, მართლაც ძალიან ბევრი აქვს მოსათხრობ-გასახსენებელი. მერაბ ჟორდანია ქართული ფეხბურთის პირველი პირი 1998-2005 წლამდე გახლდათ. 2002 წლის 12 ოქტომბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ისეთი ამბები დატრიალდა, რაზეც აქამდე არავინ არაფერს ამბობდა, საქმე ბურუსით იყო მოცული (მატჩი გადათამაშდა 2003 წლის...

სიხარულის დღე!
ჩანაწერი

სიხარულის დღე!

27 მარტი დიდი სიხარული დღე იყო. დიახ, 27 მარტი. 26 – ში გვარიანად ვინერვიულეთ და როცა საათის ისარი 12-ს გადასცდა, ის ბედნიერებაც გვეწვია, რასაც მთელი საქართველოს 30 წელიწადზე მეტხანს ელოდა – საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გავიდა… ამ დიდი სიხარულის მოწმე კი სხვებთან ერთად „სარბიელის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ჯიქია გახლდათ, რომლის ობიექტიმა დააფიქსირა კიდეც ეს გემრიელი ნამუშევრები:

ნაბიჯი ევროპამდე!
ჩანაწერი

ნაბიჯი ევროპამდე!

გერმანიამდე ერთი ნაბიჯი დარჩა! საბერძნეთის ძლევაც და ნაინანატრი ოცნებაც ახდება – საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონტზე ითამაშებს. გიორგი ჯიქია, „სარბიელის“ ფოტორეპორტიორი, ლუქსემბურგთან ისტორიულ შეხვედრას მოედნის კიდედან უცქერდა და ეს ფოტოებიც მისი შემოქმედებაა:  

გმადლობთ!
ჩანაწერი

გმადლობთ!

სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა....

ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს
ჩანაწერი

ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს

„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...

ოხერი რამაა კარმა…
ჩანაწერი

ოხერი რამაა კარმა…

არველაძე vs კობიაშვილის ყველაზე სკანდალურ არჩევნებამდე 111 დღით ადრე (13 ივნისი. 2015) საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან 0:4 წააგო.(იმ მატჩში სამი გოლი ლევანდოვსკიმ გაგვიტანა, თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის). საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში აკლდა ჯაბა კანკავა, რომელსაც არც ტრავმა ჰქონდა და არც რაიმე სხვა პრობლემა ჰქონია. უბრალოდ, ფედერაციაში ეგონათ, რომ ჯაბა… დისკვალიფიცირებული იყო. აი,...

კანონი, რომელიც კანონზე მეტია…
ჩანაწერი

კანონი, რომელიც კანონზე მეტია…

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მიზეზი მესამე გაფრთხილებით მიღებული დისკვალიფიკაციაა. ასეთია მშრალი ფაქტი. ახლა ყოველგვარი ვიშვიშის და უბედობაზე უაზრო წუწუნის გარეშე, სათქმელი პირდაპირ ვთქვათ. არსებობს დაუწერელი კანონი – ისეთი, მილიონ დაწერილზე მაღლა რომ დგას – ფედერაცია ვალდებულია ფეხბურთელი თამაშის წინ გააფრთხილოს, რომ დისკვალიფიკაციის ზღვარზე იმყოფება! თუ ფედერაციას კვარაცხელია არ გაუფრთხილებია, მომხდარზე...