კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე “ოქროს ბურთი” მიიღო. ის ვარსკვლავია, მდიდარი, წარმატებული, აი, მის უფროს ძმას უგოს კი ბედმა გაცილებით რთული ცხოვრება არგუნა. უგო კრისზე ათი წლით უფროსია. ოდესღაც, უბანში, ბურთს რომ მიიღებდა ისიც ხაზავდა, მაგრამ… 1990-იანი წლების ბოლოს ცოდვას მიეჩვია — სმას და ნარკოტიკებს. უგოს სახლში ცუდი მაგალითი ჰქონდა — მამა, ჟოზე დინიშ ავეირო ლოთი იყო....
Author: ლუკა თალაკვაძე
მერვედფინალში “შახტარი” ზორომ გაიყვანა
“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (2:1), მერვედფინალში გავიდა და… უკრაინული გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა ზოროს სამოსში გამოეწყო. მიზეზი: სიტყვა ჰქონდა ნათქვამი. “შახტარის” 16 საუკეთესოში გასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას ნაქები “ნაპოლი” გამოეთიშა. ფონსეკამ პირობა ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგვე დადო, როდესაც გაიგო, რომ უკრაინული გუნდი F ჯგუფში “მანჩესტერ სიტისთან”, “ნაპოლისთან”...
ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაა, ზოგმა კი შვიდი რამ არ იცის
ხვალ, პარიზში, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი “ოქროს ბურთების” რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. “სანის” თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის ზოგიერთი რამ, რაც არ ვიცით და მოდი, ამჯერად ყურადღება ამაზე გადავიტანოთ. ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფურბოლი” წლის...
477!
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ....
ანასტასია!
ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონის მედალი მოუტანა. ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 265 კგ. დაძლია და პირველად საქართველოს ისტორიაში ძალოსან ქალთა ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფირდი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელს გოტფრიდი არ სჭირდებოდა. აქამდე ის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის ვერცხლის მედლით იწონებდა თავს, ახლა...
სევდიანი ტატუები
ფეხბურთელებს უყვართ ტატუ. ზოგი უბრალოდ იხატავს ტანს, ზოგი კი სვირინგში აზრს აქსოვს. “სანი” წერს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოხატულ ტანს მიღმა ხანდახან გულში ჩამწვდომი ისტორიები გვხვდება. მაგალითად… სერხიო რამოსი “რეალის” ვარსკვლავს მთელი ტანი მოხატული აქვს, მარჯვენა და მარცხენა ბიცეფსზე კი ხელიდან ხელზე გარდამავალი წარწერა იკითხება: “დაღუპულთა სულები ცოცხალთა ხსოვნაში ბუდობენ”. ეს ნიუ იორკისა (9/11/2001) და...
რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!
ფრანკ რაიკარდმა ლეო მესი უცხოპლანეტელობიდან ღმერთის რანგში აიყვანა. “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) კატალონიაში ჩავიდა, გუნდის ვარჯიშს დაესწრო და შემდეგ კომენტარიც თქვა: “ახლა უკვე ოჯახის კაცი ვარ. რვა წლის ვაჟი მყავს, რომლის ოცნებაც “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” თამაშის ცოცხლად ნახვა იყო. მიხარია “ბარსას” თამაშს კვლავ რომ დავესწარი. მესი ყველას ღმერთია. მნიშვნელოვანი პატივი უნდა მივაგოთ ანდრეს ინიესტასაც. რაც...
ხამესისთვის გერმანული ჩინური ანუ ფრანგულია
კოლუმბიელ ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესს, მიუნხენის “ბაიერნთან” უფრო ზუსტად კი მიუნხენთან და “ბაიერნთან” შეგუება უჭირს. ის ვერც გერმანულს სწავლობს და არც თანაგუნდელებთან აქვს კარგი ურთიერთობა — ბაზაზე მიდის, ვარჯიშობს და იქაურობას დაუყოვნებლივ ტოვებს. ხამესი “რეკორდმაისტერში” არავის დამეგობრებია. ამასწინათ, გასაჯაროვდა მისი მიმოწერა ყოფილ თანაგუნდელ მარსელოსთან, რამაც მიუნხენელები გააღიზიანა. “ყოველდღე რაიმე ახალს ვსწავლობ, მაგრამ გერმანული ძნელი ენაა. მეორე მხრივ,...
ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც...
“აუდის” ელ კლასიკო
ამასწინათ “რეალისა” და “აუდის” მეგობრობაზე მოგახსენებდით. მადრიდელმა ფეხბურთელებმა ცნობილი საავტომობილო კონცერნისგან საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანულ მწარმოებელს ესპანეთში თავისი “ელ კლასიკო” აქვს — “რეალის” მოთამაშეების საჩუქრებს ძრავა ხეირიანად გახურებულიც არ ჰქონდა, რომ კატალონიის დედაქალაქში, ცნობილ სარბოლო ტრასაზე, რომელსაც “სირკუიდ დე კატალუნია” ჰქვია, “ბარსას” ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ისინი ჯერ სპორტული კლასის ავტომობილების ტესტ-დრაივს დაესწრნენ, მერე...









