Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
ერთმანეთი ჩაზვეზდეს
ჩანაწერი

ერთმანეთი ჩაზვეზდეს

ბელგრადის გუნდების, “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” შეხვედრა 17 გულშემატკივრის დასახიჩრებით დასრულდა. სერბეთის დედაქალაქის დერბი, ტრადიციულად მაღალი რისკის თამაშებს განეკუთვნება და ეს რომ ასეა, ამჯერადაც დამტკიცდა. AFP-ს ფოტორეპორტიორების თქმით, ჩხუბი მოწინააღმდეგეთა ბანაკებს შორის კი არ ატყდა, არამედ, “ცრვენა ზვეზდას” ფანების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ შეუტია ერთმანეთს. ბრძოლა დაახლოებით ათ წუთს გაგრძელებულა და საბოლოოდ პოლიციის სპეცრაზმს შეუწყვეტია. შეხვედრას...

ნეიმარი — ფინტები მოედანზე და ფინტები ცხოვრებაში
ჩანაწერი

ნეიმარი — ფინტები მოედანზე და ფინტები ცხოვრებაში

აი, რა მოხდა შაბათს დილით: “ნეიმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ოჯახში სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე აქვს. თუ პირადად თქვენ და კლუბი წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე დღით შინ, ბრაზილიაში წავალო. ურთიერთობაში ადამიანური მომენტის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, ის საქმეშიც კარგ შედეგს იძლევა. თან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოჯახთან გადაფრენა ნეიმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანიიყო და გავუშვი”, — მოყვა “პარი სენ...

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს
ჩანაწერი

“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს

“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რთული ამოცანა აქვს — “ბარსელონას” უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, თუმცა, არის ერთი რამ, რაც ლონდონელებს შესაძლოა კარგად ენიშნოთ: ლეო მესი “ლურჯებს” კარიერაში რვაჯერ შეხვედრია და მოედანი რვავეჯერ ისე დატოვა, რომ გოლი ვერ გაუტანა. ახლა 30 წლის არგენტინელს კიდევ ორი შანსი ეძლევა. თან, ანტონიო კონტეს გუნდს ამწუთას საუკეთესო დღეები არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე...

გურჯაანი, განჯა… ანთალია
ჩანაწერი

გურჯაანი, განჯა… ანთალია

საქართველოს ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს, ანთალიაში, აზერბაიჯანთან გამართავს. ჩვენები მეზობლებს აქამდე 6-ჯერ გაჯიბრებიან და ექვსივეჯერ ამხანაგურად. საქართველომ ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ წააგო. საქართველოს აზერბაიჯანი თბილისში  ეროვნული გუნდების დონეზე არასდროს მიუღია – ერთი შეხვედრა გურჯაანში შედგა, მეორე – ქუთაისში. კახეთში ჩვენებმა 6:3 მოიგეს, იმერეთში – 1:0. ამათი კიდევ ორი შეხვედრა განჯაში...

ქართული კალათბურთის ახალი თავი – პაატა გურასპაული
ჩანაწერი

ქართული კალათბურთის ახალი თავი – პაატა გურასპაული

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პაატა გურასპაული აირჩიეს. ის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განვალობაში უთავკაცებს. კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 27 დელეგატის 80 პროცენტმა ხმა სწორედ გურასპაულს მისცა, 2 პროცენტი კი შიო ხეცურიანს ერგო, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა. „ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩვენი კალათბურთი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და დღევანდელზე...

დარჩა პაატა!
ჩანაწერი

დარჩა პაატა!

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს პაატა გურასპაული დაიკავებს. ფედერაციის პირველკაცობისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე შიო ხეცურიანმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უჭერდა მხარს განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლო იმ უსამართლობისა და განუკითხაობის დამარცხება,...

მოუს ბოთლები მოუქნიეს
ჩანაწერი

მოუს ბოთლები მოუქნიეს

მანჩესტერულ დერბიში “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო — ეს ყველამ ვნახეთ. აი, რა არ გვინახავს და ის ოცკაციანი ჩხუბი, რომელიც გასახდელებში და გასახდელებთან, ერთი სიტყვით ტრიბუნებს ქვეშ “იუნაიტედის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ წამოიწყო და რომლის შედეგადაც თავად მოხვდა თავში წყლისა და რძის ბოთლები. ჩხუბი იმიტომ ატყდა, რომ მოურინიუ “სიტის” ოთახში შევარდა, მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უკრავთ და საერთოდაც,...

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს
ჩანაწერი

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს

დღეს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ოლდ ტრეფორდზე“, მანჩესტერული დერბია: „იუნაიტედი“ „სიტის“ წინააღმდეგ. სტუმრები პირველ ადგილზე არიან, მასპინძლები — მეორეზე. „იუნაიტედს“ სხვა გზა არ აქვს, ეს თამაში უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „წითელ ეშმაკებს“ თანაქალაქელები მართლაც ჯოჯოხეთური სხვაობით, 11 ქულით გაუსწრებენ. ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ ბედისა თუ მედიის მიერ ერთმანეთს გადამტერებული მწვრთნელების, ჟოზე მოურინიუსა...

ცხადაძეს ირტიშმა დაუძახა
ჩანაწერი

ცხადაძეს ირტიშმა დაუძახა

კახა ცხადაძეს სამუშაოდ ისევ ყაზახეთში უხმობენ, ოღონდ არა ალმათის “კაირატში”, არამედ პავლოდარის “ირტიშში”. საქართველოს ნაკრების ექს -კაპიტანმა და ექს -მწვრთნელმა “კაირატში” ურიგოდ როდი იმუშავა, სუპერთასი მოიგო და მეორე ადგილზეც გავიდა. მერე აერია ვითარება, როცა მეორე სეზონი ვერ დაიწყო შედეგიანად. წინა სეზონში “ირტიში” ყაზახეთში მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც თითქოს ცუდი შდეგი არაა ამ კლუბისთვის, თუმცა მწვრთნელი...

ფედერაცია – გეგუჩაძე მადლობით დამთავრდა
ჩანაწერი

ფედერაცია – გეგუჩაძე მადლობით დამთავრდა

საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოსტი დატოვა.  ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მწვრთნელთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. „ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“. შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის თავკაცობით საქართველოს ახალგაზრდულმა...