მაღალი დონის ფეხბურთით, მსაჯის შეცდომებით და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტებით სავსე „ელ კლასიკოს” (2:2) შემდეგ „ბარსელონასა” „რეალის” მწვრთნელებმა პრეს-კონფერენციაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს. „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრის მსველობისას ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო და მათზე მკაფიო წარმოდგენა რომ შევიქმნა გამეორებები უნდა ვნახო. გაძევებული სერხიო რობერტოს ჯარიმაც უცნაური იყო. გამიკვირდა მარსელოს ხელი რომ დაარტყა. ამ მომენტის გამეორებაც...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან” მწარე დამარცხების შემდეგ „ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა და კიოლნში 3:1 გაიმარჯვა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა ერთი ინციდენტი რომ არა: 77-ე წუთზე იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა — მის ნაცვლად მოედანზე სანდრო ვაგნერი შეიყვანა — განაწყენებულმა ლევანდოვსკიმ კი მოედნიდან გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. უფრო სწორედ, მხოლოდ ჰაინკესის ასისტენტ პეტერ ჰერმანს მიუტყაპუნა...
ესეც თქვენი რეშფორდი
ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა. მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან,...
რაული, პოჩეტინიოს შეგირდი
ამ დღეებში „ტოტენჰემ ჰოთპურს” საგანგებო სტუმარი ჰყავს — მადრიდის „რეალის” ლეგენდა რაული, რომელიც ლონდონში მაურისიო პოჩეტინიოს მასტერკლასის სანახავად და მისგან მწვრთნელობის გაკვეთილების მისაღებად ჩავიდა. „რეალის”, „შალკეს” და ნიუ იორკის „კოსმოსის” ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას აპირებს. მადრიდელებს გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი სეზონიდან რაულს თავიანთი სტრუქტურის ხუვენილ B გუნდი ანუ 18 წლამდელები ჩააბარონ. რაული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო კურსებზე...
სადილი ხმაურიან მეზობელთან
როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა. გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009...
ვის დარჩება კიევი?
სეზონის მატჩი… ან ჩემპიონთა, ლიგის ნაადრევი ფინალი… არა, სჯობს მარტივად – დიდი მატჩი… დღეს, მადრიდის „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ ევროპის უდიდესი გუნდები კიევური ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. „რეალი“-„ბაიერნს“ მიიღებს და იმ უპერატესობის შენარჩუნებას ეცდება, რაც გუნდმა მიუნხენში მიიღო. გერმანიაში დაწინაურებულ მასპინძლებს ესპანელებმა მერე ორი გოლი გაუტანეს და იმარჯვეს კიდეც… გავიხსენოთ: შარშანდელ გაზაფხულზეც ასეთი ვითარება იყო, ოღონდ მეოთხედფინალი. რეალმა...
იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი
ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური...
ვაი ვაი ტურე
— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...
ეს ჟესტი უზრდელურია?
ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა...
წავიდა, ჰე!
ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია. პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”. ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა...








