გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ლუჩანო მოჯი: მორჩა, რონალდუ ჩვენია!
„იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენში „იუვენტუსის” ექიმებმა გასინჯეს. მისი თქმით ყველაფერი დამთავრდა, გარიგება შედგა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის” ფეხბურთელია! შეგახსენებთ, რომ ტურინელები „რეალს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენსაც” სურდა. „მე როგორც ვიცი რონალდუმ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი და მიუნხენში სამედიცინო...
ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია. თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა. დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1...
დემბელე ცუდად მოიქცა
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და...
პარიზში ვერაფერს მიაღწევ!
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი. „ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ....
ახლა კი მგონი მართლა მიდის
„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი...
გაუგონარი ამბავი: ინგლისმა პენალტებით მოიგო!
ინგლისის ნაკრების გამარჯვებამ კოლუმბიასთან ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ისტორიაში პირველად მოიგეს, ზოგადად კი ასეთი იღბალი ბოლოს ევროპის 1996 წლის პირველობაზე, ესპანეთთან მოგების შემდეგ აღარ ჰქონათ. რას არ წაიკითხავდით კოლიმბიელების ძლევის შემდეგ. მავანმა დაწერა: „ღმერთო ჩემო, მართლა მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ინგლისმა პენალტებით გაიმარჯვა”....
ხამესის ამბავს ბოლოწამს გავიგებთო
დღეს, 22 საათზე, მერვედფინალში ინგლისი და კოლუმბია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ კოლუმბიელებმა არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს მათი ვარსკვლავი ხამეს როგრიგესი. თავიდან პროგნოზი პესიმისტური იყო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ოპტიმისტური ხდება. „ბაიერნში” განათხოვრებულმა „რეალის” საკუთრებამ შაბათს სენეგალთან შეხვედრის დროს კანჭი იტკინა და მას მერე ორშაბათს საღამოს წაუვარჯიშა მსუბუქად. ზოგადად, ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმირებული ჩავიდა...
კაცი გამოშტერდა!
„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა....
წაგებული გმირი
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი კვირას წაგებული გუნდიდან იყო – კასპერ შმაიხელი. ჯერ 116-ე წუთზე ხომ გაუქვავა პენალტი ლუკა მოდრიჩს, მერე სერიაში კიდევ ორჯერ აიღო და ვერ დაუფასეს თანაგუნდელებმა – საბოლოოდ, დანია გავარდა და ხორვატია გავიდა. ლეგენდარული პეტერ შმაიხელი კი ამაყი იყო, მის შვილს პირადად გაჰყავდა „დინამიტები“ მეოთხედფინალში. თითოეულ აღებულ პენალტზე გაგიჟებული ყვიროდა მამა შმაიხელი –...









