დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი წარმატება სამ რამეზე — სიმშვიდეზე, საკუთარი თავის რწმენასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. „ლურჯებს” დღეს, ხორვატიასთან ფინალში ფავორიტებად მიიჩნევენ, მაგრამ დეშამს კარგად ახსოვს ორი წლის წინანდელი, როდესაც „ევრო 2016″-ის ფინალში მისი გუნდი პორტუგალიასთან ასევე ფავორიტად ითვლებოდა. მაშინ საფრანგეთი დამარცხდა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე დეშამმა თქვა: „ასეთ შეხვედრაში მონაწილეობაზე სასიამოვნო და საამაყო...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
მსოფლიოს ჩემპიონატმა სიტი გაამდიდრა
„მანჩესტერ სიტი” ფიფასგან 4,41 მილიონ ევროს მიიღებს. მიზეზი: მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ყველაზე მეტი ითამაშეს. ცხადია, თანხები სხვა კლუბებსაც ჩაერიცხათ, მაგრამ ამდენი არც ერთს. ახლა კი დავაზუსტოთ, ასეთი რა „ხეირის პროგრამა” ჰქონდა ფიფას, პეპ გვარდიოლას გუნდს ისედაც სავსე ჯიბე უფრო მეტად რომ შეუვსო. პროგრამის თანახმად, მონდიალის ყოველ ტურში თითოეული ფეხბურთელის თამაშისთვის...
ხორვატია — მინუს ხუთი
პარასკევის ვარჯიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიის ნაკრებს ხუთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ამ ხუთეულიდან ორის, ივან პერიშიჩისა და ივან სტრინიჩის თამაში კვირას, ფრანგების წინააღმდეგ საეჭვოა. დანარჩენი სამი ფეხბურთელი, რომლებმაც არ ივარჯიშეს იყვნენ დეიან ლოვრენი, დანიელ სუბაშიჩი და სიმე ვრსალკო. როგორც პრესა ვარაუდობს ეს ფეხბურთელები ხორვატთა გუნდის ხელმძღვანელობამ უბრალოდ დაასვენა. პერიშიჩმა და სტრინიჩმა ინგლისთან ნახევარფინალური მატჩი ვერ...
გრიზუს გრიზი მირჩევნია
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ თემების მიხედვით დახარისხებულ პასუხებს ისე, როგორც კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა: „ოქროს ბურთი”: ჩემს წინაშე „ოქროს ბურთის” კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობაა. „ოქროს ბურთი” დიდად არ მანაღვლებს. თავს დავდებ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. ყველაფერს რაც შემდეგ მოხდება, მოგვიანებით მივესალმები....
ყველაფერში მსაჯია დამნაშავე
ინგლისელმა ფანებმა ნახევარფინალში ხორვატიასთან წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში შეხვედრის მსაჯს თურქ ჯუნეით ჩაქირს შეუტიეს. შეგახსენებთ, ეს ის არბიტრია, რომელზეც თამაშის წინა დღეს ბრიტანული პრესა წერდა, მისი მსაჯობა ჩვენს გუნდებს კარგად აქვს დაცდილიო. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ფიფას გამოძიებისკენ მოუწოდა — ის რაც ნახევარფინალში მოხდა სპორტის სირცხვილიაო. მაინც რას ედავებიან მარცხთან ვერ-შეგუებული ინგლისელები ჩაქირს? უპირველეს...
შენ ხარო f****** s***
„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია. ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო. გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა:...
ნიცაში კი პანიკა იყო
საფრანგეთის ნაკრების ფინალში გასვლას ქვეყნის ბევრ ქალაქში ხალხი ქუჩაში, ზეიმით შეხვდა, თუმცა ნიცაში ექსცესი მოხდა: ქალაქის ცენტრში, თავშეყრის ადგილზე პეტარდების ხმა ცეცხლსასროლი იარაღისა ეგონათ და პანიკაში ოცდაათამდე ადამიანი დაშავდა. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც პეტერბურგში, ნახევარფინალური შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, მსაჯმა ჩასტვინა და „ლურჯებმა” „წითელ ეშმაკებს” სამუელ უმტიტის გოლით 1:0 მოუგეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახლომახლო ტერასიდან ვიღაცამ...
ბარსას თავში აზარი მოუვიდა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონა” ედენ აზარის შეძენის ვარიანტებს განიხილავს. არადა, ბოლო წლებია აზართან დაკავშირებით სულ „რეალზე” ლაპარაკობენ. „კამპ ნოუზე” ბელგიელის შეძენა ერნესტო ვალვერდეს გუნდის გასაძლიერებლად ზედგამოჭრილ სატრანსფერო ნაბიჯად მიუჩნევიათ. როგორც ჩანს „ჩელსიდან” წასვლაზე უარს არც თავად ფეხბურთელი ამბობს. მიზეზი გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, ლონდონელთა უხეირო გამოსვლაა — „ჩელსი” მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და...
ანრი სამშობლოს წინააღმდეგ
დღეს, 22 საათზე, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ბომბარდირი და ლილიან ტურამის შემდეგ ყველაზე მეტი „კეპის” მქონე ვეტერანი ვარსკვლავი ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სათადარიგოთა სკამიდან თავისი სამშობლოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ იმუშავებს — ის „წითელი ეშმაკების” მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია. რობერტო მარტინესი: „ტიერი ანრიმ ისეთი რაღაც შეგვძინა, რაც არ გვქონდა. აგერ უკვე 12 წელიწადია, რაც მე...
დანიშნეს: ლუის ენრიკე!
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სამ კანდიდატს შორის არჩევდა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცის გარდა ის კიკე სანჩეს ფლორესისა და მიჩელის ვარიანტებსაც განიხილავდა. ლუის ენრიკე კუთხურობით ასტურიელია. ფეხბურთელობის წლებში მას „ლა როხას” შემადგენლობაში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ისტორიაში ესპანეთის ეროვნული გუნდის 54-ე მწვრთნელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის...









