რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა. პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს. წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა:...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ლევანდოვსკი 30 გოლს გაიტანს
„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფრანგ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პარავთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. პავარზე ამბობდნენ, რომ როგორც კი ჯერომ ბოატენგი „ბაიერნიდან” წავიდოდა, ის „შტუტგარტს” დატოვებდა და რეკორდმაისტერს შეუერთდებოდა. „ეს ჭორია, — თქვა რუმენიგემ, — ჩვენ გვყავს ჰუმელსი, შულე, მარტინესი, ალაბა და ახალგაზრდები ლუკას მაი და კრის რიჩარდსი. ასე რომ ამ...
თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა
„სანმა” შეიტყო, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს გაუშვებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი სამსახურს ზინედინ ზიდანს შესთავაზებს. მოურინიუს შესაძლო გაშვებაზე ამ ბოლო დროს ინტენსიურად ალაპარაკდნენ. გუნდის ამერიკულ შეკრებაზე თავად პორტუგალიელიც ნირწამხდარი იყო. როგორც ამბობენ, ფეხბურთელებმა მიაქციეს კიდეც მწვრთნელის უხასიათობას ყურადღება და ეს მათ შორის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მოურინიუს უგუნებობის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ...
მაგუაირის ცარცის წრე
ოღონდ კი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდეს და „ლესტერ სიტი” მზად არის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს — კვირაში 95 000 გირვანქამდე გაუზარდოს. ჟიოზე მოურინიუ მაგუაირის ყიდვას მეტისმეტად ეშურება, „მელიები” კი 60 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს ებღაუჭებიან, ცდილობენ ცოცხალი თავით არ გაუშვან. „მანჩესტერ იუნაიტედში” პრობლემაა — მოურინიუს აღმასრულებელ შეფ ედ ვუდვორდთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ვინ იცის ლესტერიდან...
პოჩეტინიო პრემიერლიგის წინააღმდეგ
პრექსიტი ბრექსიტის წაბაძვით მოგონებული საფეხბურთო სიტყვაა და იმას ნიშნავს, რომ როგორც ბრიტანეთი ევროკავშირს ისე პრემიერლიგა დანარჩენ ევროპას გამოეყო — სატრანსფერო ბაზარს ადრე ხურავს. და ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს. პრექსიტის საკითხი შარშან მარტივი ხმის მიცემით გადაწყდა: პრემიერლიგის კლუბებმა 17 ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვიტეს, რომ მათთან ახალი მოთამაშეების ყიდვა 9...
ნეიმარი იმსხვრეოდა!
ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყუილი გორაობისა და ეგრეთწოდებული ყვინთვის გამო იმდენი აკრეტიკეს, რომ ბოლოს თავად აღიარა, ზედმეტი მომივიდაო. შეგახსენებთ, რომ დაუთვალეს: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მოედანზე ჯამში 14 წუთი იკოტრიალა. ნეიმარის თეატრალურმა ქცევამ ვიდეოთამაშების შემქმნელებსაც კი გაუხსნა გონება და მისი მიბაძვით ახალი გასართობები მოიგონეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ახალგამოსულ ვიდეორგოლში, უფრო სწორედ კი ბრაზილიაში...
შურლე გერმანიიდან გაიქცა
ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან” „ფულემში” უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა. „გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის”, „ლევერკუზენის”, „ჩელსის”, „ვოლფსბურგის” და „დორტმუნდის” ყოფილმა მოთამაშემ „სქაი სპორტს” და დასძინა, — „ფულემი” ჩემი შეძენით...
მოურინიუ გაღიზიანდა
მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება....
გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ
ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”. ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას...
ინგლისელების იმედი
ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს. ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი...









