მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
პრეზიდენტის ვერტმფრენი სტადიონთან ჩამოვარდა
შაბათ საღამოს, „კინგ პაუერ სთედიუმის” გვერდით ჩამოვარდა „ლესტერის” მეპატრონის ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰას ვერტმფრენი. ჯერაც არავინ ადასტურებს იმყოფებოდა თუ არა კატასტროფის დროს ბიზნესმენი ბორტზე. Sky Sport-ის თქმით, შესაძლოა რამდენიმე ადამიანი დაღუპულიყო. ვერტმფრენი „ლესტერისა” და „ვესტ ჰემის” თამაშის (1:1) შემდეგ აფრინდა, მაგრამ მყისვე უმართავი გახდა, დაენარცხა და ცეცხლის ალებად იქცა. კატასტროფის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მაშველები, რომლებიც შოკირებულ თვითმხილველებს სთხოვდნენ...
დიდი კლუბების შეთქმულება
„სანის” ინფორმაციით ევროპის დიდი კლუბები ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ სურთ, რომ ჯამაგირების ზრდა უკონტროლო პროცესად არ გადაიქცეს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოვლენები კვლავაც ასე განვითარდა, დღეს და ხვალ თუ არა, მომავალში საკუთრივ ფეხბურთი დაზარალდება. ბოლო ორი-სამი თვეა რაც პრემიერლიგის კლუბებმა „ახალი რეალობის” აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. არონ რემსიმ მოულოდნელად შეიტყო, რომ „არსენალმა” უკან...
პარიზელები სანადიროდ გამოდიან
ამბობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ზაფხულში, კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. არსებობს ასეთი იტალიური საიტი Calciomercato, რომელიც ტრანსფერების ამბავს აშუქებს. ის წერს, რომ პარიზელთა მომდევნო მსხვილი სამიზნე „რეალის” გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის ტონი კროოსია. თუ კროოსის მაღალ ოსტატობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გერმანელია და გუნდში თანამემამულეს...
ის იქით, ეს აქეთ
გარეთ ბეილი სულ დამტვრეულია, ქარიმ ბენზემა საკუთარი თავის ჩრდილია… „რეალში” სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, „ლოს ბლანკოსს” რომ არ შეჰფერის და ამიტომაც ამბობენ, მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის წყალი აქვს შეყენებულიო. ამ ბოლო დღეებში კი გავრცელდა ჭორი, რომ ფლორენტინო პერესს „სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ ჟოზე მოურინიუს დაბრუნება უნდა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა...
ვინ იყო ის საიდუმლო ხუთი ფეხბურთელი?
წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს” წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ პარიზში ათამაშა — 2:2. ეს გუნდი ამჯერად „ნაპოლი” იყო და მან კინაღამ მოიგო. პსჟ-მ მხოლოდ მსაჯის...
ვინ იცის ლოპეტეგის ამბავი?
„რეალმა” პლზენის „ვიქტორიას” 2:1 მოუგო და ხუთმატჩიანი დათარსული სერია დაასრულა, მაგრამ გამარჯვება შთამბეჭდავი არ ყოფილა და ხულენ ლოპეტეგის მომავალიც კვლავ ბუნდოვანია. არადა კვირას, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”. „ბარსელონაში გუნდს მე ვუხელმძღვანელებ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, — თქვა „რეალის” ბასკმა თავკაცმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — ერთადერთი, რაც ამჟამად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ...
ჩავი: მოურინიუს ფეხბურთი არ მიყვარს
ლეგენდარული ჩავი მწვრთნელობისთვის ემზადება, მაგრამ ამბობს, რომ მისი გუნდები არასდროს ითამაშებენ ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ჟოზე მოურინიუ ქადაგებს. „ბარსელონას” ნახევარდაცვის ყოფილი მაესტრო მოთამაშის კარიერას ასრულებს — ყატარის „ალ საადთან” ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება ირანის „პერსეპოლისის” წინააღმდეგ და თან მომავალზე ლაპარაკობს: „99 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი კარიერის ბოლო სეზონია. უკვე 39...
დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება
დღეს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „იუვენტუსს” მასპინძლობს და ამ თამაშის წინ ჟოზე მოურინნიუს გუნდმა სასტუმრო შეცვალა. არა, აქ კარგად და ცუდად დაცდა არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წინა ტურში, როდესაც მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებოდნენ, ისინი სასტუმროდან „ოლდ ტრეფორდისკენ” გზაზე ანუ თავიანთ ქალაქში თავად მოხვდნენ ისეთ საცობში, რომ სტადიონზე დარეკვა და თამაშის გვიან დაწყება მოუხდათ. ამის...
სარიმ ჟოზეს თავისი ასისტენტი მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა
ინგლისში წერენ, მაურიციო სარიმ შეიძლება „ჩელსის” გულშემატკივართა რისხვა მოიმკას, რადგან ჟოზე მოურინიუზე თქვა, მეტ პატივისცემას იმსახურებსო. შაბათს, მას მერე, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” დასავლეთ ლონდონელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული 2:2 ითამაშეს „ჩელსის” ფანები ტრიბუნებიდან მოურინიუს ლანძღავდნენ, ხოლო ის მათ სამ თითს აჩვენებდა — მე აქ, თქვენთვის, უმადურებისთვის, სამი ტიტული მაქვს მოგებულიო. უკან არც „ლურჯების” ახლანდელმა თავკაცმა დაიხია. მან...









