ჩოჩქოლი იყო „ლივერპულისა” და „ბაიერნის” 0:0 დამთავრებული მატჩის შემდეგ — ბავარიელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ლივერპულელთა თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევას ლამობდა, ის კი რაღაცას უმტკიცებდა, ხელებს შლიდა, თითქოს გაურბოდა, თითქოს საყვედურობდა. მომხდარს ნათელი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მოეფინა. კლოპმა, რომლის გუნდიც 13 მარტს მიუნხენში საპასუხო შეხვედრისთვის უნდა ჩავიდეს, თქვა: „მე მინდოდა ნიკოსთვის ხელი თამაშის დამთავრებისთანავე ჩამომერთმია, ის...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ჩიქოვანის გუნდი პორტუს ვერ მოერია
ევროპის ხელბურთის ფედერაციის, EHF-ს თასი დაახლოებით იგივეა, რაც ფეხბბურთში ევროლიგა და ამ შეჯიბრებაში ქართველი ლეგიონერის ირაკლი ჩიქოვანის რუმინული გუნდი „კონსტანცა” ასპარეზობს. ბოლო შეხვედრაში „კონსტანცამ” ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში C ჯგუფის ფავორიტ „პორტუს” უმასპინძლა და 29:35 დამარცხდა. „პორტუ” ბოლო წლებში რეგულარულად მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაში. EHF-ს თასზე მან ჯერჯერობით ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ჯგუფს ლიდერობს, მეორე...
როგორ გავა საქართველო
გეხსომებათ, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში ბედმა უმტყუნა და ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბოლო შეხვედრაში, კვიპროსთან ერთი გოლის გატანა დააკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლის შანსი კიდევ არის. კერძოდ, 8-16 ივნისს დანიშნულია ეგრეთწოდებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 12 გუნდს შორის არის საქართველოც. 6 გუნდი ევროპიდან იქნება, დანარჩენი...
ვალვერდე ბარსაში რჩება
ერნესტო ვალვერდე კიდევ ერთი წლით რჩება „ბარსელონაში”. გარდა ამისა, ახალ ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი თანამშრომლობის ამის შემდგომი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ ანუ, როდესაც შემდეგი სეზონი ჩამთავრდება თუ მხარეები ერთმანეთით კმაყოფილები იქნებიან, ბასკი მწვრთნელი კატალონიურ გუნდში მუშაობას განაგრძობს. ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენცია დღეს, საქართველოს დროით საღამოს 20 საათზეა დანიშნული. ფაქტია, „ბარსას” დირექტორატი მწვრთნელს მაქსიმალურად უწყობს ხელს. ამის ნათელი...
ორ წელიწადში დიად მანჩესტერს შევქმნი
ოლე გუნარ სულშერმა ედ ვუდვორდს აღუთქვა, რომ ორ წელიწადში ის „მანჩესტერ იუნაიტედს” ძველებურად დიად გუნდად აქცევს. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა დროებით მწვრთნელს ამ ეტაპზე დიდი შანსი აქვს სეზონის ბოლოს რეგულარულ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით უმალ მას დანიშნავენ ლეგენდარული კლუბის მუდმივმოქმედ თავკაცად, ვიდრე „ტოტენჰემის” თავკაც მაურიციო პოჩეტინიოს, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუსრულებლად...
თანამსაჯი საშოპინგოდ გაუშვეს
„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში. უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი...
16 წლის ლიდერი
კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა” დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი” 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა” „გორს” მოუგო 40:38. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის ზედიზედ სამი გოლით დაიწყო, რასაც მეკარე დიხამინჯიას კარგი თამაშიც დაემატა და „პეგასი” 5:1 დაწინაურდა, მაგრამ...
პრემიერლიგაში ლიდერი შეიცვალა
ორი გოლი და ორივე დამატებით დროში, ოღონდ აიმერიკ ლაპორტესი პირველი ტაიმის მიწურულს, ხოლო გაბრიელ ჟესუსისა მატჩის საფინალო სასტვენის წინ — „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” სტუმრად 2:0 მოუგო, 3 ქულა ჩაიწერა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. რასაკვირველია, „ქალაქელებს” „ლივერპულზე” ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ყველა ლივერპულის შვიდქულიან დაწინაურებას ელოდა, რეალურად...
გოლუხვი ოთხშაბათი
178 — ასეთია საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატის მეორე წრის აღმოსავლეთ ზონის გუნდების დღევანდელ ორ შეხვედრაში გასული გოლების რაოდენობა. ეს უჩვეულოდ ბევრია და იმაზე მიუთითებს, რომ ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში თავდასხმელები აშკარად ჯობდნენ მცველებს. თელავის „სტუ-იმედმა” სძლია „სპორტუნის” 53:33, ხოლო „პეგასმა” 53:39 მოუგო გორელებს. ხვალ, 16 საათზე „გორი” და „სპორტის უნივერსიტეტი” მეხუთე ადგილზე დამკვიდრებისთვის ითამაშებენ, ხოლო...
აღმოსავლეთი თბილისში შეიკრიბა
ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე გახურდა. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში, საქმეში აღმოსავლეთის ოთხი გუნდი ჩაერთო: „სპორტუნი”, „პეგასი”, „გორი” და „იმედი-სტუ თელავი”. ერთი კვირის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდებმა ბათუმის BSB-მ, „ქუთაისმა” „სამტრედიამ” და წყალტუბოს „პრომეთემ” ჩაატარეს თავიანთი მატჩები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფთა შეხვედრების გარდა შერეულ ტურებსაც ატარებს...






