Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
დიეგო, აბაზანა, ნარკოტიკი და ჯანინას კოშმარი
ჩანაწერი

დიეგო, აბაზანა, ნარკოტიკი და ჯანინას კოშმარი

დიეგო მარადონა ამბობს ხუთი შვილის მამა ვარო… ორი რომ ჰყავს დანამდვილებით ვიცით — პირველ, „ნაღდ” ცოლთან შეძენილი ქალიშვილები, ჯანინა და დალმა, რომელთაგან ჯანინა არგენტინელი თავდამსხმელის კუნ აგუეროს მეუღლე იყო. ჰოდა, სწორედ ჯანინამ აუგორა ლეგენდარულ, გიჟმაჟ მამას მორიგი სკანდალი. ყოფილმა სინიორა აგუერომ თქვა, შვილებმა დიეგოს სააბაზანოში ნარკოტიკის მოხმარებაზე შევუსწარითო. ჯანინა და დედამისი, ზემოხსენებული „ნაღდი” ცოლი კლაუდია ვილაფანე...

შეხედეთ და ისწავლეთ: მესი ბუცებს წმენდს!
ჩანაწერი

შეხედეთ და ისწავლეთ: მესი ბუცებს წმენდს!

The Times-ის მიმომხილველმა ჰენრი ვინტერმა საინტერესო წერილი მიუძღვნა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელშიც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან ყურადსაღები მაგალითები მოიტანა. ქერინგტონში „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გუნდის გარდა, ინგლისური გრანდის ახალგაზრდებიც ვარჯიშობენ და შესაბამისად, პედაგოგიურ მხარეს დიდი ყურადღება ეთმობა. ვინტერმა ყურადღება მიაქცია, რომ „იუნაიტედის” აკადემიის გასახდელში გამოკრულია ლეო მესის ფოტო, სადაც ის თავის ბუცებს წმენდს. ეს სურათი 2016 წელს „აპტონ...

ოთხეული გაირკვა
ჩანაწერი

ოთხეული გაირკვა

საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში ფინალური ოთხეული გაირკვა. დღეს, რეგულარული პირველობის ბოლო წრის ბოლოსწინა ტურში ბათუმის BSB-მ დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი” 55:38; „ქუთაისმა” მოუგო „გორს” 67:24; თელავის „სტუ-იმედმა” „სამტრედიას” 33:28, ხოლო თბილისის „პეგასმა” წყალტუბოს „პრომეთეს” 40:24. ამრიგად, 22 მაისს ნახევარფინალში BSB „სტუ-იმედს” შეხვდება, ხოლო „პეგასი” „ქუთაისს”. ფინალი 23 მაისსაა დანიშნული.

სულშერს აბურთავებდნენ და აქეთ-იქით ათრევდნენ
ჩანაწერი

სულშერს აბურთავებდნენ და აქეთ-იქით ათრევდნენ

ოლე გუნარ სულშერი იმ სპორტს რომ გაჰყოლოდა, რომელზეც პირველად შევიდა, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში” სულ სხვა ამბები იტრიალებდა. მანჩესტერელთა ნორვეგიელი თავკაცი ბავშვობაში კლასიკურ ანუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. რა უნდოდა სულშერს ჭიდაობაზე? პასუხი მარტივია: მამა ჰყავდა მოჭიდავე. თან, ოივინდ სულშერი დაბალი დონის მოჭიდავე სულაც არ გახლდათ. ის 1966-71 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. სპორტს კი ჯარში...

ზიდანი ზიდანით კმაყოფილია
ჩანაწერი

ზიდანი ზიდანით კმაყოფილია

ზინედინ ზიდანმა ხალხი გააკვირვა — კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „რეალისა” და „უესკას” შეხვედრაში კარი თავის 20 წლის ვაჟს, ლუკას ანდო. უფრო გასაგები რომ იყოს, მან არც ტიბო კურტუა ათამაშა და არც კეილორ ნავასი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” ფრანგმა თავკაცმა თქვა, რომ მისი ვაჟი მადრიდელთა კარში დგომას იმსახურებდა. „უესკამ” ლუკა ზიდანის კარში ორი გოლი გაიტანა, თუმცა აუტსაიდერთათვის...

დიდი ემოცია ლონდონში — გაზა დაბრუნდა!
ჩანაწერი

დიდი ემოცია ლონდონში — გაზა დაბრუნდა!

პოლ გასკოინს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო — მან 28 წლის შემდეგ პირველად ჩაიცვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მაისურა და მოედანზე გავიდა. „იტალია 90″-ისა და „ევრო 96″-ის ინგლისელ გმირს ძველი გაზასი მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა შერჩენილი —  ხალხის სიყვარული; და ეს გულშემატკივარმა „სფურზის” ახალ, 850 მილიონ გირვანქად აშენებულ სტადიონზე გამოხატა. „ტოტენჰემისა” და „ინტერის” ვეტერანების შეხვედრაში...

როგორ ნადირობს ფრანგი ფრანგზე
ჩანაწერი

როგორ ნადირობს ფრანგი ფრანგზე

„რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის პოლ პოგბას შესაძენად დიდძალი თანხის გაღებას აპირებს. ერთი კვირის წინ თავად 26 წლის ფრანგსაც წამოცდა, „რეალი” ყველასთვის ოცნების გუნდიაო. თუმცა, წამოცდა თუ განზრახ თქვა მოდი და გაიგე. პრეს-კონფერენცია, რომელზეც პოგბამ ეს სიტყვები თქვა და ზედაც დასძინა, ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობაზე ვოცნებობო, საფრანგეთის ნაკრების მოწყობილი გახლდათ. ანუ, ამ ფრიად...

ფენომენი და საუკეთესო მეგობარი
ჩანაწერი

ფენომენი და საუკეთესო მეგობარი

„ლივერპულის” ჰოლანდიელი სტოპერი ვირჯილ ვან დიიკი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბევრმა მას მსოფლიოში საუკეთესო მცველიც კი უწოდა. იმაში, რომ მერსისაიდელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული, ვან დიიკის დამსახურება დიდია, მაგრამ „ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ჰოლანდიელის საუკეთესოობა გააპროტესტა. როდესაც ესპანურმა „მარკამ” პუიოლს ჰკითხა, ვინ არის მისი აზრით დღეს მსოფლიოში საუკეთესო მცველი, ყოფილმა...

ყველა დროის ხუთი საუკეთესოდან ერთ-ერთი
ჩანაწერი

ყველა დროის ხუთი საუკეთესოდან ერთ-ერთი

ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა. „მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ...

გარი მაკალისტერი ცემეს
ჩანაწერი

გარი მაკალისტერი ცემეს

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი ცემეს და საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება დაჭირდა. „ლიდს იუნაიტედის”, „ლივერპულისა” და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რომელიც ახლა 53 წლისაა, მეუღლესთან, 40 წლის ჰეილისთან ერთად შინ ბრუნდებოდა და ქალაქ ლიდსის ცენტრში ტაქსის ელოდა, როდესაც გამოვარდა მავანი ხულიგანი და მაკალისტერს ცემა დაუწყო. მეუღლემ კივილი ატეხა და ცდილობდა აგრესორი ქმრისგან მოეშორებინა. ამასობაში მოვიდნენ...