კრიშტიანო რონალდუს მადრიდში დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა. მართალია, პორტუგალიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩასულა, მაგრამ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” არაკეთილმოსურნე გარემო დახვდა და რაც მთავარია, მისმა „იუვენტუსმა” „ატლეტიკოსთან” 0:2 წააგო. ტურინელთა კარში გოლები „მატრასების” ურუგვაელმა ფეხბურთელებმა ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს. ბუნებრივია, ასეთი შედეგის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსი მადრიდელებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე ტურინელებს. რაც შეეხება მსოფლიოს ხუთგზის...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
სარიმ თქვა სულ არ მადარდებსო
მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ. სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო. გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან...
სარივედერჩი
ქართულად „სარბურთად” ვთარგმნოთ? „შენი სარიბოლის ასე და ისე, თვითონ არ იცი რას აკეთებო”, ყვიროდნენ წუხელ „ჩელსის” გულშემატკივრები — დასავლეთ ლონდონელებმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 წააგეს. „ჩელსის” ფანებს მანჩესტერელებიც შეუერთდნენ, რაც რასაკვირველია დაცინვა იყო. მათ კლასიკური „შენ ხვალ დილით მოგხსნიან” შემოსძახეს და ირონიული რჩევაც მიაბეს „მოურინიუ დააბრუნეთო”. „ლურჯების” კარში გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ისინი...
თუ მარინოჩკა აზრს ზიდანსაც დაეკითხება
ინგლისში ხმა დაირხა, რომ ზინედინ ზიდანი „ჩელსის” სათავეში ჩადგომაზე ყაბულსაა, ოღონდ თავის პირობებს აყენებს: სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად 200 მილიონ გირვანქას (228 მილიონ ევროს) ითხოვს. უფრო სრულყოფილად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დასავლეთ ლონდონელებს ხელმოცარული მაურიციო სარის შეცვლაზე დათანხმდება, ის მოითხოვს: ახალ კონტრაქტს ედენ აზარისთვის, რომელიც გაქცევაზე აღარ იფიქრებს და მწვრთნელს საშუალება მიეცემა...
ბიჭების თვალებში ნაპერწკალი ვერ დავინახე
საერთოდ, ასეთ რაღაცებს არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში მას არ ჰქონდა იმედი, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს შემოატრიალებდნენ. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედი” პარიზელებს რომ დაუპირისპირდა, ოპტიმიზმით იყო აღსავსე — მათ ახალი, ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და მათგან 10 მოგებული. შესვენებამდე...
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...
კარადის ბრალია
გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...
რამოსის განზრახ ყვითელი
სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...
რუმენიგე საზმაუს ითხოვს
ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და...
ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო
ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ აკლია წარმატება. რომელსაც სწამს, რომ მსოფლიოს მწვერვალზე თავისი ადგილი ეკუთვნის და ამ რწმენით ანთებული მიზნისკენ...









