გერმანული „ბილდის“ ცნობით, „ლევერკუზენის“ მეკარე ბერნდ ლენო ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. გავრცელებული ცნობით, ბრიტანელებს 26 წლის მეკარის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბერნდ ლენოს „არსენალის“ გარდა „ლივერპული“, „ნაპოლი“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ ეპატიჟებოდა, თუმცა ლონდონელებმა იყოჩაღეს. გერმანელი „არსენალში“ პეტრ ჩეხს გაუწევს კონკურენციას, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. შეგახსენებთ, ბერნდ ლენო გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მილანი ელის: ტოპებს და უეფას
„მილანის“ სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვერდიქტს გამოგვიტანს 15 ივნისს უეფა, კლუბს ლიდერები არ დატოვებენო: „გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და იმედია, უეფა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოგვცემს, მაგრამ თუ მაინც აგვიკრძალეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მილანიდან“ ლიდერები არ წავლენ თუ მათ თავად არ გადაწყვიტეს ჩვენთან განშორება. მეტიც, ჩვენ კლუბის გაძლიერებაზე ვმუშაობთ...
იკარდის ბედი ნარაზე ჰკიდია
მილანის „ინტერმა“ კაპიტანსა და ლიდერს მაურო იკარდის, რომელიც არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანა, ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა. იკარდი ახლა მეუღლე ვანდა ნარასთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და ისვენებს – გეცოდინებათ, მას უკვე ჩავლილი სეზონი ბრწყინვალე ჰქონდა და „ნერაძური“ რომ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მეტწილად მისი დამსახურებაა. ჰოდა, მიიპყრო კიდეც არგენტინელმა ევროპულ გრანდთა...
მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!
ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი...
გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები
დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება. მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა. პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან...
ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი
„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ...
მექსიკაში ხორცი არ ჭამოთ
საულ „კანელო” ალვარესმა 2018 წლის დასაწყისში ორი დოპინგ-ტესტი ჩააფლავა, რის გამოც მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. როგორც თავად 27 წლის მექსიკელი მოკრივე ამბობს, ყველაფერი ხორცის ბრალია. საულ „კანელო” ალვარესი საშუალო წონაში გამოდის. „კანელო” 17 და 20 თებერვლის ტესტებზე ჩავარდა. მას ორგანიზმში კლენბუტეროლი აღმოუჩინეს. მკაცრ კომისიას თავიდან უნდოდა მოკრივე ერთი წლით დაესაჯა, მაგრამ მერე გაითვალისწინა, რომ ალვარესი...
ბაიერნში ორიათასიანელები მოდიან
„ბაიერნი” სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ და აი, ახალი ამბავიც: „შპორტ ბილდის” ცნობით, ბავარიელებს 47 წლის მეჰმეთ შოლიც უბრუნდება. კლუბის პრეზიდენტი...
კოუტინიუ ენფილდზე ბრუნდება
ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება. ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა....
ზემოდან ზიდანი
კვირას, „ლა როსალედაზე” ზინედინ ზიდანმა „რეალის” თავკაცის რანგში მეასე გამარჯვება იზეიმა. ამ შედეგით ფრანგმა მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო თუ ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული თამაშებიდან პროცენტს ვიანგარიშებთ, სულაც საუკეთესო შედეგი გამოვა: 72% მოგებულია! რაოდენობრივად, ყველაზე მეტი შეხვედრა ზიდანმა ლა ლიგაში მოიგო: 90-დან 66. 15 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9-ში მეტოქემ იყოჩაღა. ჩემპიონთა ლიგაში...









